ვაკო გვილიას საფეხბურთო კარიერა უკრაინული ზაპოროჟიეს "მეტალურგში" დაიწყო. შემდეგ ბელარუსის "მინსკის" და "ბატეს", შვეიცარიული "ლუცერნის", პოლონური "გურნიკის", "ლეგიას", "რაკუვისა" და "პიასტის" რიგებს იცავდა.
გვილია სამჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. ბელარუსში კი ორჯერ იჩემპიონა და ერთხელ სუპერთასს დაეუფლა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვაკო გვილიას 44 მატჩი (3 გოლი, 3 ასისტი) აქვს ჩატარებული.
აქვე ვაკო გვილიას პირველი კომენტარი: ბედნიერი ვარ, რომ ვბრუნდები მწვანე
მინდორზე და ბედნიერი ვარ, რომ ამას თბილისის "დინამოს" რიგებში გავაკეთებ. ვიმედოვნებ წლევანდელი სეზონი ჩვენთვის წარმატებული იქნება.
fcdinamo.ge