ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბინადარი "დილა" მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გადის, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინულ "ჩერნომორეცს" დაუპირისპირდა.

ოდესური გუნდის გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მატჩის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, გუნდებს შორის სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა, რასაც ფეხბურთელების დაპირისპირება და ჩხუბი მოჰყვა, ფეხბურთელების დასაცავად გუნდები კი მატჩის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

შედეგად, მეორე ტაიმის ნაცვლად, ახლო მდებარე სხვადასხვა სტადიონზე კლუბებმა შეხვედრა ერთმანეთში ითამაშეს. "დილას" აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

შენიშვნა: მთავარ ფოტოზე გორის "დილას" გასული სეზონის შემადგენლობა
მკითხველის კომენტარები / 14 /
უკრაინელები უკვე ხალხად აღარ ითვლებიან ქართველების მიმართ ზიზღი აქვთ და სწორადაც მოიქცნენ გორელები რომ შეწყვიტეს თამაში. ისე მოხარული ვიქნები თუკი ქართული და უკრაინული გუნდები ერთმანეთს აღარ შეხვდებიან ევროტურნირებზე.
Ycxo
15:52 15-02-2025
0
უკრაინელებმა ბოლო დროს არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართველებზე არანაკლებ ვაჟკაცები არიან. მეტიც, ჩვენ რომ ასე გვებრძოლა რუსების წინააღმდეგ 2008-ში. დიდი ალბათობით, ჩხუბი პოლიტიკური მოტივით მოხდა. ქართველები და უკრაინელები უკვე ერთმანეთს ვეღარ იტანენ და თუ ასე გაგრძელდა, UEFA და FIFA იძულებული იქნება უკრაინული და ქართული გუნდები ერთმანეთს აღარ შეახვედროს ხოლმე, როგორც ეს სომხეთ-აზერბაიჯანსა და ადრე რუსეთ-უკრაინას შორის იყო.
სტალინი
11:27 14-02-2025
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული