"დილამ" "სამგურალის" ყოფილი კაპიტანი დაიმატა

AutoSharing Option
"დილამ" გამოცდილი მცველი თედო კიკაბიძე დაიმატა, - ამის შესახებ გორული კლუბის პრესსამსახური იტყობინება:

"28 წლის მარჯვენა მცველი თედო კიკაბიძე კარიერას "დილაში" გააგრძელებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა. თედო საქართველოს ფარგლებს გარეთ იტალიის სერია D-ს 2 კლუბის, "ოსტიამარეს" და "ანზიოს" ღირსებას იცავდა. მას აქვს ეროვნულ ლიგაში თამაშის გამოცდილებაც, თედო "სამგურალის" კაპიტანი გახლდათ, ბოლოს კი მალტის კლუბ "სლიემას" ღირსებას იცავდა".

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები, ამ სიტუაციაში ნორმალური რო არავინ მოვა ეს ფაქტია და ამას შეგუებული ვართ )
იკა
00:49 27-03-2025
1
ტიაგო ილორიც დაიმატეს, ლისაბონის სპორტინგის, ლივერპულის, გრანადას, ასტონ ვილას, ბორდოს, რედინგის და ლორიანის ყოფილი ფეხბურთელი.
0

სიახლეები პოპულარული