ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

2 სექტემბერს, 20:00 საათზე საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ გამართავს.

5 სექტემბერს კი, თბილისის დროით 22:45 საათზე ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, ქალაქ ვენაში ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში 25 ფეხბურთელია გამოძახებული.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,
ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია).

ვლადიმირ ვაისმა, ასევე ის 9 ფეხბურთელი დაასახელა,რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბილისი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი).

საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებლად თბილისში 28 აგვისტოდან შეიკრიბება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
საბა ლობჟანიძეს ეკუთვნოდა ადგილი დვალიშვილზე მეტს გააკეთებდა და ასევე ლაშა დვალს ეკუთნოდა სადაც ამდენი უთამაშებელია მაგს მაინცნაქვს რაღაც ნათამაშები
beniiiiiiiiiiiiiiiiiiii
19:27 25-08-2017
0
მოქმედი ჩემპიონის კლუბიდან არცერთი არ მოხვდა გაფართოებულ სიაშიც კი. ხოლო ყოფილი "სამტრედიელები" კი ორნი მოხვდნენ სიხარულიძე და შერგელაშვილი.
მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია
QWERTY
11:29 25-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული