იყიდე საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთი და აღადგინე ბორჯომის ტყე!

AutoSharing Option
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ხანძრისგან დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს, რომელიც ქომაგს სტადიონზე მოსვლისკენ სოციალური ქსელის მეშვეობით მოუწოდებს.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის თბილისში, "დინამო არენაზე" 2 სექტემბერს, 20:00 სთ-ზე გაიმართება.

მომავალი მატჩის ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია და ინტერნეტის საშუალებით უკვე იყიდება, "დინამო არენის" სალაროებში კი 26 აგვისტოდან გაიყიდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
IYIDE SAQARTVELO IRLANDIIS MATCHIS DASASWREBI BILETI DA AGADGINE BORJOMIS TYE.TANAXMA VAR OGOND ERTI PIROBIT:TQVEN AGADGINET SAQARTVELOS NAKREBI ISEROM VINC MARTLA IMSAXUREBS GAMOIZAXET ISINI.PS.TYES WVAVT,NAKREBS-PEXBURTS KLAVT,
euhh
17:34 23-08-2017
0
დღევანდელი ქართული ფეხბურთი არ არის ღირსი სტადიონზე მივიდეს ხალხი.ისე დავეხმაროთ შეიქმნას ფონდი.
ლაშა
20:50 23-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული