ირაკლი სიხარულიძე: ნაკრებში თამაშზე დიდი ბედნიერება არ არსებობს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 24 შეხვედრაში გატანილი 19 გოლი (მათგან 8 - დუბლით) ის მაჩვენებელია, რის გამოც ვლადიმირ ვაისმა ირაკლი სიხარულიძე ეროვნულ ნაკრებში მიიწვია.

თბილისის "ლოკომოტივის" ფორვარდი მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებს და გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 26-კაციან საბოლოო შემადგენლობაშიც მოხვდა.

"ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრამ ძალიან გამახარა, მაგრამ საბოლოო სიაში დატოვებას არ ველოდი, რადგან ეროვნული ლიგიდან ნაკრებში მოხვედრა საკმაოდ ძნელია.

ბედნიერი ვარ ვაისის ამ გადაწყვეტილებით და მადლობა მინდა გადავუხადო. ნაკრებში გამოძახება ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იქნება და ვეცდები, ვარჯიშებზე
მაქსიმალურად დავიხარჯო.

ფეხბურთელისთვის ეროვნულ ნაკრებში თამაშზე დიდი ბედნიერება არ არსებობს", - ამბობს სიხარულიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული