[მეტოქე] "მინდა, ყველა გავაფრთხილო!.. თბილისში თამაში იოლი არასოდეს არის"

AutoSharing Option
საქართველოსთან გასამართავი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ო'ნილმა. 65 წლის სპეციალისტმა თქვა, რომ 2 სექტემბერს თბილისში რთულ თამაშს ელის.

"მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ბოლომდე პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ შეხვედრას. საქართველოს ნაკრები რომელიმე სხვა ჯგუფში რომ იყოს, მისი სატურნირო მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

ხშირად ხდება ისე, რომ ქართველები კარგად თამაშობენ და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს პრობლემას უქმნიან. მათ ჰყავთ გამორჩეული ინდივიდუალისტები, რომელთაც ბევრი რამის შექმნა შეუძლიათ მინდორზე. ჩვენი მოწინააღმდეგის რიგებში ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ყურადღება
ამასაც უნდა მივაქციოთ...

...სერბეთთან საშინაო შეხვედრა 5 სექტემბერს გვაქვს, მაგრამ ჯერ ამ მატჩზე ფიქრი დაუშვებელია! მართალია, ჩვენ და სერბეთი შესარჩევ ჯგუფს ვლიდერობთ, მაგრამ სანამ საქართველოსთან მატჩი ჯერ კიდევ წინ არის, ნებისმიერ სხვა რამეზე ფიქრი არ შეიძლება! ჩვენ მხოლოდ მაშინ უნდა ვიფიქროთ სერბებთან მატჩზე, როცა თბილისს დავტოვებთ.

საქართველოსთან შეხვედრაში ბოლომდე დაგვჭირდება მობილიზება. ეს ყველა ფეხბურთელმა ძალიან კარგად იცის. მჯერა, ისინი გაითავისებენ დიდ პასუხისმგებლობას.

თბილისში თამაში იოლი არასოდეს არის. ჩვენ საქმე გვექნება სერიოზულ მოწინააღმდეგესთან, რომელსაც ზურგს საკუთარი კედლები გაუმაგრებს", - თქვა ო'ნილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისურ მატჩში ირლანდიის ნაკრებს კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი, "ევერტონის" უკანახაზელი, ტრავმირებული სიმუს კოულმენი დააკლდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ა კაცი. იცის მეტოქის დაფასება. სამაგიეროდ სახლში მოგებული წავა.
haha
10:41 29-08-2017
1
რათქმაუნდა ირლანდია ფავორიტია და მოიგებს დიდი ალბათობით მარა თავაზიანი დამოკიდებულება მეტოქის მიმართ მაინც დასაფასებელია.
zaza
17:01 29-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული