როი კინი: საქართველოს ნაკრებთან ადრეც გვითამაშია და ყველა თამაში მძიმე იყო

AutoSharing Option
2 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩს თამაშობს ირლანდიის ნაკრებთან. მატჩის წინ skysports.com-თან ისაუბრა ირლანდიელთა მწვრთნელის ასისტენტმა, საქვეყნოდ ცნობილმა როი კინმა:

"საქართველოს ნაკრებთან ადრეც გვითამაშია წინა წლებში და ყველა ეს თამაში იყო მძიმე. ამის მიუხედავად, ჩვენ პოზიტიურ განწყობაზე ვართ.

თავად ძალიან მოხარული ვარ, ნაკრებში რომ ვსაქმიანობ, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ირლანდიის ნაკრებს ყოველთვის გვერდში დავუდგები", - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული