საქართველო VS ირლანდია - ნუ ვიფიქრებთ ციფრებზე!

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საშინაო შეხვედრაში ირლანდიას დაუპირისპირდება. D ჯგუფის VII ტურის შეხვედრა "დინამო არენაზე" 20:00 სთ-ზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

თამაშის წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" ივარჯიშა, გუნდის მთავარმა მწვთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი პრესკონფერნეცია გამართა.

- საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიში ირლანდიასთან მატჩის წინ [VIDEO]
- ვლადიმირ ვაისი: გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს და ბოლომდე დაიხარჯება
- გურამ კაშია: სწორედ ესაა საქართველოს ნაკრების პრობლემა

ნავსი უნდა გავტეხოთ: სადაც შეგვხვდნენ, ირლანდიელებმა ყველა შეხვედრა
მოგვიგეს. ოდესმე ყველაფერი მთავრდება და ჩვენი უიღბლობაც უნდა დასრულდეს. ეგაა, იმ რესურსით, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის ხელთაა, "სამყურების" წინააღმდეგ წარმატებით თამაში ძალიან რთული იქნება, რთული, მაგრამ არა - შეუძლებელი...

- საქართველო-ირლანდიის დაპირისპირების ისტორია - ყველაზე უხერხული

ძველი პრობლემა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არსებობის ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელი მატჩები უთამაშია ოპტიმალური შემადგენლობით. გავრისკავთ და დავწერთ: რაც ვლადიმირ ვაისი ხელმძღვანელობს ჩვენს ეროვნულ გუნდს, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოპტიმალური კი არა, ოპტიმალურთან მიახლოებული თერთმეტეულით გვეთამაშოს.

რაღა ამჯერად იქნებოდა გამონაკლისი: ირლანდიასთან შეხვედრაში ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს ერთბაშად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება. ლაპარაკია ისეთ მოთამაშეებზე, რომლებიც სადღეისოდ საქართველოს ეროვნული ნაკრების სახეს ქმნიან.

თავიდანვე ვიცოდით, რომ ირლანდიელებთან მატჩში დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ნაკრებს კაპიტანი ჯაბა კანკავა დააკლდებოდა. ასე თუ ისე, შეგუებულნი ვიყავით თორნიკე ოქრიაშვილისა და ლევან მჭედლიძის ტრავმებს. სამაგიეროდ, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ითამაშებდნენ გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა. მცველი ჯიმი ტაბიძე კი ახალგზრდულში გაუშვეს და ავსტრიისთვის დაიბრუნებენ.

თქმა არ უნდა, ვაისს გარკვეულ ექსპერიმენტებზე მოუწევს წასვლა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მისი ხელმძღვანელობით ოფიციალური მატჩი ჯერაც არ მოუგია. შესარჩევი ციკლი აქამდე ისე არ მთავრდებოდა, ეროვნულ გუნდს ერთხელ მაინც არ "გაესროლა". ვნახოთ, მოხდება თუ არა ეს ირლანდიასთან.

ბუნებრივია, სადღეისოდ საქართველოს ნაკრებში არაერთი პრობლემაა. მათგან ყველაზე მწვავე, ალბათ, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობაა, რომელსაც რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელი (მათ შორის, გუნდის ლიდერები) აშკარად განიცდის.

...და ახალი შანსი
ამ ფეხბურთელების არყოფნა შანსია ჩვენი ნაკრების იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება სწადიათ. გუნდის ლიდერების არყოფნაში მათ შეუძლიათ, მნიშვნელოვნად გაიმყარონ თავიანთი სანაკრებო რენომე.

ის კი არა, თუ რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლიდერის თვისებებს გამოიჩენს, ამით ნაკრებიც მოიგებს და ეს ფეხბურთელიც.

ზოგადად, საქართველოს ნაკრებს სჭირდება ისეთი ლიდერი, რომელიც მას ხანგრძლივად შერჩება და იქნებ, ის ამ შეხვედრამაც წარმოაჩინოს.

მხოლოდ 3 ქულისათვის
ჩვენი შესარჩევი ჯგუფის თანალიდერი ირლანდია თბილისში მხოლოდ 3 ქულისთვის მოდის.

"სამყურებს" მუნდიალზე გასვლის რეალურზე რეალური შანსი აქვთ, თუმცა ჩვენი შესარჩევი ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს და თბილისში წაფორხილება მათ, შეიძლება, ძალიან ძვირად დაუჯდეთ.

ბოლო დრომდე არ იყო ცნობილი, შეძლებდა თუ არა თბილისში თამაშს ირლანდიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, პრემიერლიგელი "ბარნლის" ფორვარდი ჯონათან უოლტერსი. უკანასკნელი ინფორმაციით, გამოცდილ შემტევს მტკივანი კოჭი მოურჩა და ჩვეულებრივად ვარჯიშობს გუნდთან ერთად.

მაგრამ დანაკლისი მაინც რჩება - საქართველოსა და სერბეთთან მატჩებში "სამყურებს" არ ეყოლებათ კაპიტანი სიმუს კოულმენი, ჯეიმს მაკარტი და ჯეფ ჰენდრიკი.

საქართველო
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო), ნუკრი რევიშვილი (დინამო თბ);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ჟიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ჯაბა კანკავა (უგუნდოდ), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე, აშშ), გიორგი მერებაშვილი (პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი);
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი თბ).
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ირლანდია
მეკარეები: დარენ რენდოლფი (მიდლსბრო, ინგლისი), კირან ვესტვუდი (შეფილდი, ინგლისი), რობ ელიოტი (ნიუკასლი);
მცველები: კირუს კრისტი (მიდლსბრო, ინგლისი), რიჩარდ კეო (დერბი, ინგლისი), შეინ დაფი (ბრაიტონი, ინგლისი), კირან კლარკი (ნიუკასლი, ინგლისი), ჯონ ო"ში (სანდერლენდი, ინგლისი), კევინ ლონგი, სტივენ უორდი (ბარნლი, ინგლისი), მეტ დოჰერტი (ვულვზი, ინგლისი);
ნახევარმცველები: ეიდენ მაკგიდი (სანდერლენდი, ინგლისი), ჯეიმს მაკლინი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), გლენ უელანი, კონორ ჰურიჰანი (ორივე - ასტონ ვილა, ინგლისი), რობი ბრედი (ორივე - ბარნლი, ინგლისი), ჯეიმს მაკარტი (ევერტონი, ინგლისი), დევიდ მეილერი (ჰალი, ინგლისი), ჰარი არტერი (ბორნმუთი, ინგლისი), უეს ჰულაჰანი (ნორვიჩი, ინგლისი), ჯონათან ეისი (სელტიკი, შოტლანდია), კალუმ ოდაუდა (ბრისტოლი, ინგლისი), დენიელ ჰორგანი (პრესტონი, ინგლისი);
თავდამსხმელები: ჯონათან უოლტერსი (ბარნლი, ინგლისი), შეინ ლონგი (საუთჰემპტონი, ინგლისი), დერილ მერფი (ნოტინგემი, ინგლისი), დევიდ მაკგოლდრიკი (იფსვიჩი, ინგლისი).
მწვრთნელი: მარტინ ო'ნილი.

მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. VII ტური
2 სექტემბერი.
თბილისი. დინამო არენა. 20:00
საქართველო-ირლანდია
არბიტრი: ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი)

სერბეთი-მოლდოვა 20:00
უელსი-ავსტრია 22:45


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩემი ძირითადი: მაკარიძე,
კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა,
კვეკვესკირი, გვილია,
ანანიძე, ყაზაიშვილი, ჯიღაური,
ქვილითაია.
Malkhaz Bolkvadze
16:21 02-09-2017
0
კალათბურტის ნკრებს მადლობა ღმერთს სათამაშო ნაკლებობის მქონე კალთბურთელები არ ყავს.ეს ერთი მეორე რა დონის არიან კალათბურთში შენგელია შერმადინი ცინცაძე სანაძე მარკოიშვილი და პაჩულიაზე არფერს ვამბობ.რომელი კვყვავს მასეთი ფეხბურთში?ორი კვირკევლია და ანანიძე ისინიც რუსთის ჩემპიონატიდან ანუ ყველაზე ცნობილ კლუბებში ისინი თამაშობენ თამშს ვგულისხმობ არა კონტრაკტს მარტო:(კლადბურთელები ესპანეთის ჩემპიონატი დან კვყვას რომელიც საუკეტესოა ნბიაის მერე.ასვე მსოპლიო ჩემპიონი კყვავს ასევე ევროპულ კარგ ჩემპიონატებში მოთამაშე ბიჭები.გეკითხები ავტორს რომ აკრიტიკებ სწორი შეფასებისთვის განსხვავებას ვერ ხედავ კლასში?ჩემი აზრი ასეთია ვაის რომ ყავდეს ის ნაკრები ვგულისხმობ კობიაშვილი კლაძე არველადზების თაობას მაშინ ამ შედეგით დიიდ ხნის წინ უნდა დაეხურა ქუდი აი მაშინ შეგეძლო გაგევლო პარალელი კალადბურთელბსა და ფეხბურთლების დონეზე.როდის წავიდა ქეძბაიას ნაკრები უკუსვლით როცა აგარ იყო ასათიანი კობიაშვილი კალაძეი იააშვილი დაბერდა ხიზანა ანუ დაკვაკლდა მაგალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები.თორე რეიტინგში 50 ტემდე დავედით მგონი.და თითქმის2 წელი წაგბა არ გქვონდა.
xoneli
14:10 02-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული