საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიში ირლანდიასთან მატჩის წინ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 2 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრაში ირლანდიას უმასპინძლებს.

თამაშის წინა დღეს ვლადიმირ ვაისის გუნდმა "დინამო არენაზე" ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ვარჯიშამდე კი უკვე ტრადიციულად, ეროვნული გუნდის დებიუტანტმა გუნდისგან სამახსოვრო საჩუქარი მიიღო. თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელს ირაკლი სიხარულიძეს, გურამ კაშიამ ნაკრების სახელით სიმბოლური ვიმპელი გადასცა.

რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნის მიუხედავად, გუნდში გამოძახებული თითოეული ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაშია და საკუთარი შანსის მოლოდინშია.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიასთან შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო ჯაბა კანკავა გამოტოვებს, ტრავმისა
და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი, გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა მზადების პროცესს გამოაკლდნენ. ჯიმი ტაბიძე, რომელიც 21 წლამდელთა ნაკრებში იყო, ეროვნულ გუნდს უკვე დაუბრუნდა და მომდევნო ოფიციალური მატჩისთვის მოემზადება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
makaridze-navalovski,kashia,kverkvelia,kakabadze-kvekveskiri,gvilia,ananidze-gazaishvili,chanturia,kvilitala am droistvis sauketeso gundi
vazhava
16:40 02-09-2017
0
irlandia chamovidaa? araperi ar iwereba, an weria sadma da me ver vipove am labirint saitshi
liverpuli barsas supermarketia
17:48 02-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული