საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან პირველსავე ტაიმში გაათანაბრა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ირლანდიას მასპინძლობს. პირველი ტაიმის შემდეგ აგარიშია - 1:1.

"დინამო არენაზე" ანგარიში ირლანდიელებმა მე-4 წუთზე, საჯარიმოს გათამაშების შემდეგ გახსნეს. იმ ეპიზოდში აშკარა იყო ბურთზე გამოსულ გიორგი მაკარიძეზე უხეშად თამაში, თუმცა არბიტრმა შეინ დაფის გოლი მაინც ჩათვალა.

გაშვებული გოლის მიუხედავად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა შეძლო უდიდესი სათამაშო უპირატესობის მოპოვება და ირლანდიელთა კართან სახიფათო მომენტების შექმნა. 34-ე წუთზე ჯანო ანანიძის ბრწყინვალე პასის შემდეგ კი მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - 1:1.

საქართველოს ნაკრებმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: მაკარიძე, კაშია, კვირკველია, კაკაბაძე, ნავალოვსკი, ჯიღაური, გვილია, ყაზაიშვილი, ანანიძე, კვეკვესკირი, ქვილითაია.

 

მკითხველის კომენტარები / 4 /
wagebas ki jobda tamashi iko :))))))
!!!!!!!
21:57 02-09-2017
1
ნამუსი გაქვთ???? მე მგონი არა>>>>>> კობი პარლამეტშია და.მეტი რა უნდა..... კომენტატორი იძახის მაგრატ ვითამაშეტ... ოოოო...... მე მგონი ეგ მაყუთის გუდა უნდა გაუშვან>>> არ გვინდა ვითომ ფეხბურთი...
გია ჩა
21:57 02-09-2017
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული