"თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, შედეგით - არა! დღეს ჩვენი ნაკრების შესაძლებლობები ყველამ ნახა. პირველი ტაიმი მეორეზე უკეთესი იყო, მთლიანობაში კი თამაში დადებითად შემიძლია შევაფასო.
ცუდად დავიწყეთ და ეს ნერვიულობის ბრალია, მაგრამ მალე დავლაგდით, ბურთზე კონტროლი დავაწესეთ და ამის მერე თამაში გაგვიმარტივდა", - თქვა კაკაბაძემ.