ქაოსი თბილისში - ბრიტანული მედია საქართველო-ირლანდიის მატჩზე

AutoSharing Option
2 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევ მატჩში ირლანდიას უმასპინძლა და 1:1 ეთამაშა. ამ თამაშმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია ბრიტანულ და ევროპულ მედიაში.

- საქართველო-ირლანდია 1:1 - მოგებაც შეიძლებოდა [VIDEO]

BBC Sport
"ირლანდიის ნაკრები კვლავ დაუმარცხებელია საკვალიფიკაციო ტურნირში, თუმცა თბილისში მას საქართველომ თამაშით აჯობა. შეინ დაფიმ გიორგი მაკარიძის შეცდომით ისარგებლა და სტუმრები თავიდანვე დაწინაურდნენ, მაგრამ შემდეგ მათ მასპინძლებმა უკან დაახევინეს და გაუთანაბრეს კიდეც.

ირლანდიელთა თამაშის სტანდარტი მეორე ტაიმში გაიზარდა, მაგრამ ლონგი ისევ რჩებოდა გარიყულ პერსონად. ასე ვერ მოუგო ირლანდიამ საქართველოს პირველად 9
დაპირისპირებაში.

თამაშამდე ო'ნილი ამბობდა, რომ საქართველოს ხშირად არ აფასებენ, არადა, გუნდი ტექნიკურად ძალიან სრულყოფილია. ეს მასპინძლებმა მართლაც დაამტკიცეს, თუმცა ქართველთა კრეატიულობა უფრო იმიტომ იყო ასეთი თვალსაჩინო, რომ მეტოქე ძალიან უუნარო იყო ამ კატეგორიაში.

ნამდვილი კონტრასტია შუა ხაზში - ირლანდიელთა 214 პასი, ქართველთა 621-ის წინააღმდეგ და სულ რაღაც 26% ბურთის ფლობა".

BBC Sport-ი აქვეყნებს რეალურ სქემას, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ დაიხია უკან ირლანდიის ნაკრებმა და მათი ნომერი 9 (შეინ ლონგი) იზოლირებული დარჩა დანარჩენებისგან.

Sportall.Ge

independent.ie
"საშინელი ირლანდია მადლიერი უნდა იყოს, რომ საქართველოსთან მარცხს გადაურჩა", - ეს გამოცემის სტატიის სათაურია.

"ირლანდიელთა გამართლებები საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებებში დასრულდა - პირველად მოხდა, რომ ქართველები არ დამარცხდნენ ირლანდიელებთან, თუმცა ო'ნილის გუნდს გაუმართლა, რომ სულ არ წააგო თბილისში. ქულა არ დაუმსახურებიათ სტუმრებს, რომელთაც დიდხანს მოუწიათ საკუთარ კართან გამაგრება.

ძალიან დამაფიქრებელია ის თამაშის ხარისხი, რასაც ირლანდიის ნაკრები აჩვენებს სერბებთან დაპირისპირების წინ. ასეთი თამაშით გუნდი წაგების მეტს არაფერს უნდა ელოდოს. მასპინძელმა გუნდმა დღეს ქულაზე მეტი ალალად დაიმსახურა".

balls.ie
"1:1 საქართველოსთან არ არის სამყაროს დასასრული, განსაკუთრებით, დღევანდელ სატურნირო მდგომარეობაში, მაგრამ თამაშის ხარისხი ძალიან დამაფიქრებელია, ფანები ძალზე უკმაყოფილონი დარჩნენ.

ჩვენ საშინლად ვითამაშეთ და ფეხბურთელებმა ეს იციან. ჩვენი გუნდი ხანდახან ათი კაცით იყო ბურთის ზურგში ჩასული. ქართველი ფეხბურთელები კარგები არიან, ისინი ტექნიკურად კარგად თამაშობენ და ცდილობენ, მაყურებელს თვალსასეირო ფეხბურთი ანახონ. ყველას დაავიწყდა, რომ გასულ წელს საქართველომ 45 წუთი ჩვენს ნახევარზე გაატარა. ახლა კი ჩვენ გვაკლდა სიმუს კოულმენის ლიდერობა".

irishtimes.com
"ტექნიკურად ისე ცუდად ვითამაშეთ, რომ ირლანდია უფრო სარაგბო ქვეყნად გამოჩნდა, ვიდრე საფეხბურთოდ. შესაძლოა, არ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ესპანეთის, გერმანიის ან იტალიის შემადგენლობაში მოხვდებოდნენ, მაგრამ სრული უფლება გვაქვს, უფრო მეტი მოვითხოვოთ, ვიდრე ეს თბილისში ვნახეთ".

Herald.ie
"გვეშინია სერბეთის თბილისის ქაოსის შემდეგ".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაისი კი არ უნდა გაუშვან,საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უნდა გავუშვათ ერთ ადგილას,ჩვენივე ფულები ჩვენვე უნდა ვმართოთ(გაკონტროლდეს) ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში,ფეხბურთელი თუ არ გაიზარდა საქართველოში გინდა ვაისი დაუყენე მწვრთნელად გინდ ინგა გრიგოლია რა მნიშვნელობა აქვს.
zaza
11:47 05-09-2017
2
ვაისი უნდა გაუსჰვან და ფეხბურთელებიც მიაკოლონ
giga
09:39 05-09-2017
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული