01:13 05-09-2017
საქართველოს ნაკრებმა "ერნსტ ჰაპელის" სტადიონზე ივარჯიშა [VIDEO]
AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისი: „არ ვიცი ხვალ რა შედეგი იქნება, მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც ავსტრიელები, შევეცდებით სამი ქულა ავიღოთ. ისინი სახლში თამაშობენ და, რა თქმა უნდა, მოსაგებად ითამაშებენ. ვენაში ქალაქის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ და გვსურს, რომ ირლანდიასთან კარგი თამაშის შემდეგ ქულები ავიღოთ.
დიახ, დღეს ჩამოვედით, როგორც ყველა სხვა გუნდი. გუშინ აღდგენითი ვარჯიში გვქონდა, დღეს კი, ტაქტიკური ვარჯიში გვექნება. თამაშებს შორის დიდი დრო არ არის. ამ მხრივ, ყველა გუნდი თანაბარ მდგომარეობაშია. შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება: ან იძულებითი, ან ტაქტიკიდან გამომდინარე.
ავსტრიასთან ბოლო შეხვედრის შემდეგ, ჩემი აზრით, გუნდი უკეთ თამაშობს. ჯერ ჯგუფში არ მოგვიგია, მაგრამ ამის გაკეთებას ხვალ შევეცდებით. ჩვენ უფრო შეთამაშებული და თავდაჯერებული ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ. თამაშში ერთზე მეტი ბურთის გატანა გვიჭირს და სწორედ ამიტომაა, რომ ოთხი ფრე გვაქვს. შევეცდებით, რომ ეს შეცვალოთ.“
გიორგი ქვილითაია: „ვენის რაპიდში თამაშით მოხარული ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ კლუბში ყოფნა, თუმცა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა განსაკუთრებული გრძნობა და მოტივაციაა. ვთვლი, რომ ხვალინდელი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები მეტოქეზე უკეთ არის მზად და გამარჯვებას მოვახერხებთ. საკვალიფიკაციო ეტაპის ზოგიერთ თამაშში არ გაგვიმართლა და ვფიქრობ,რომ 4 ქულაზე მეტი უნდა გვქონდეს“.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ვახტანგ აეეეე!!!...:))
3
1
ჩემი აზრით დიდი შეცდომა იყო ცხადაძის გაშვება, ახლა კი ჩემი აზრით ვაისს უნდა მივცეთ საშუალება კიდევ ერთი ციკლი დარჩეს.
4
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული