ავსტრია-საქართველოს მატჩზე მხოლოდ 12 ათასი ბილეთი გაიყიდა

AutoSharing Option
დღეს, 22:45-ზე საქართველოს ნაკრები ვენაში მუნდიალის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩს გამართავს ავსტრიის ნაკრებთან.

kurier.at ვრცელ სტატიას უთმობს ამ მატჩს და სავარაუდო შემადგენლობებსაც გვთავაზობს.

"ამ მატჩში ქულების დათმობა არ შეიძლება, ის ძალზე მნიშვნელოვანია", - ამბობს ავსტრიის ნაკრების თავკაცი მარსელ კოლერი. დღევანდელი დუელის შემდეგ გამარჯვება ავსტრიას მუნდიალზე მოხვედრის მცირე შანსს უტოვებს.

"გამარჯვება მნიშვნელოვანია ავსტრიული ფეხბურთისთვის", - ამბობს ნახევარმცველი შტეფან ილზანკერი.

წუხანდელი მონაცემებით, ვენაში მხოლოდ 12 ათასი ბილეთი გაიყიდა. ასე რომ, "ჰაპელის" ოვალი - ძირითადად, ცარიელი იქნება. თუმცა ეს მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის სტატუს-კვოა.

მიუხედავად
იმისა, რომ მაყურებელს მრავლად არ ელიან, ვენის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ "ერნსტ ჰაპელის" ირგვლივ ქუჩებში საცობებია მოსალოდნელი.

დავიდ ალაბა და მარკო არნაუტოვიჩი ტკივილს ისევ გრძნობენ უელსში მიღებული ტრავმები შემდეგ და მათი საკითხი მხოლოდ დღეს გაირკვევა. შტეფან პრიოდლმა და მარსელ ზაბიტცერმა უკვე დატოვეს გუნდის ბაზა.

"ფოკუსს შეტევაზე ვაკეთებთ. ჩვენ უკვე ვნახეთ ქართველთა მატჩი ირლანდიასთან და განვიხილეთ ის. საქართველომ კარგად ითამაშა. მას ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს", - ამბობს კოლერი.

"ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რა გველის ხვალ", - განაცხადა ილზანკერმა.

სავარაუდო შემადგენლობები. kurier.at.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
კახაბერ ცხადაძე რომ ყოფილიყო ისევ ნეტავი რამდენი ქულა გვექნებოდა? დააკვირდით ჩვენი მწვრთნელი ვინ წერია?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული