ვლადიმირ ვაისი: მოპოვებული ერთი ქულით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ავსტრიასთან (1:1) მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციას ჟურნალისტების კითხვებს პასუხები გასცა.

- ავსტრია-საქართველო 1:1 - კოლერის კილერი [VIDEO]

"შედეგით კმაყოფილი ვარ. მატჩი კარგად დავიწყეთ, კომბინაციურად ვთამაშობდით, ვუტევდით, ზონებსაც ვკეტავდით. თავდაპირველად, მოვახერხეთ გაგვენეიტრალებინა არნაუტოვიჩი, რომელიც მსოფლიო დონის ფეხბურთელია და რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული ავსტრიის ნაკრების თამაში...

გაშვებული გოლის შემდეგ, ავსტრია უპირატესობას დაეუფლა და გაგვიჭირდა მათი შეტევების მოგერიება. მეტოქის საყრდენებისს პრესინგი აუცილებელი იყო და ამსითვის ღრმად ჩავდიოდით ავსტრიელების ნახევარზე, თუმცა, რიგ ეპიზოდებში, ამისთვის
ძალა არ გვყოფნიდა და ხან გვიმართლებდა, ხან არა.

ავსტრია უმაღლესი დონის გუნდია და ბუნებრივია, მომენტებიც ჰქონდა. კაკაბაძემ სუპერ თამაში ჩაატარა, მაგრამ არნაუტოვიჩმაც საოცრად ითამაშა.

შესვენებაზე ტაქტიკა შევცვალეთ, ორ საყრდენზე გადავედით და ჯანოსაც შევუცვალეთ პოზიცია. ამის შემდეგ, უფრო გაგვიადვილდა თამაში. ჯაბა კანკავასაც თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა. ავსტრია კარგი გუნდია და ჰყავს კარგი მწვრთნელი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მოპოვებული ერთი ქულით კი კმაყოფილი ვარ.

- თამაშამდე ავსტრიელმა ფეხბურთელებმა თქვეს, რომ ამ შეხვედრას მწვრთნელისთვის ითამაშებდნენ... მართლაც ასე იყო?
- დიახ, ეტყობოდათ, რომ გუნდის თავკაცისთვის მართლაც ბოლომდე იბრძოდნენ. თამაშის წინ, კოლერ მეც ვუსურვე წარმატება, მაგრამ... ასეთია მწვრთნელის ცხოვრება. მიმაჩნია, რომ ჩვენს ჯგუფში, სერბეთის შემდეგ, რომელმაც დღეს ირლანდიას მოუგო, სწორედ ავსტრიაა ყველაზე ძლიერი გუნდი.

- გუშინ თქვით, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ახალი კონტრაქტი შემოგთავაზათ. დათანხმდით თუ არა?
- მე აქ ვარ და პატივს ვცემ წინადადებას, რომელიც მივიღე, პატივს ვცემ ლევან კობიაშვილს და ფედერაციის ყველა თანამშრომელს, მაგრამ კიდევ ორი მატჩი გვაქვს დარჩენილი და ვნახოთ როგორ ვითამაშებთ....

- ჯერ-ჯერობით, ამ შესარჩევ ციკლში მოგება არ გვაქვს... დარჩენილ მატჩებში მაინც უნდა ველოდოთ?
- წინ კიდევ ორი თამაშია და ვეცდებით, შესარჩევი ციკლი მოუგებლად არ დავამთავროთ. რთული იქნება, მაგრამ შეევეცდებით.

რატი შელეგია ავსტრიიდან სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 31 /
მაინც რა უკმაყოფილო ხალხი ხართ ეს ქართველები, როდესმე გახსოვთ საქართველოს ირლანდიის და ავსტრიის დონის გუნდებთან ზედიზედ ეთამაშოს ორდღიანი ინტერვალით და არ წაეგოს? ქეცბაია რომ გააგდეთ ქვების სროლით რას ამბობდა ის კაცი ტყუილს? რა რესურსიც გვაქვს რატომ არ ითვალისწინებთ ავსტრიასთან გასვლაზე მოგებას რომ ითხოვთ? თუ რესურსი არ მოგწონთ ეგ თითოეული თქვენგანის ბრალიცაა კაცმა რომ თქვას _ თქვენ თვითონ გევარჯიშად და გეთამაშათ ფეხბურთი ამ ბიჭებზე უკეთესად! ეჭვი მეპარება თქვენი უმრავლესობა ამ ბიჭებზე სასარგებლო საქმეს აკეთებდეთ ქვეყნისთვის! პირადად მე, ერთი ქართველი, ამ ბიჭებს ტაშს ვუკრავ და გულით ვგულშემატკივრობ!
გუარდიოლას მძახლის გარე ბიძაშვილი
12:38 06-09-2017
3
რა კონტრაქტი ვინმემ ამიხსნას რაში ეტყობა გუნდს მწვრთნელის ხელი ან დამუშავებული კომბინაცია სად ნახეთ ასეთ ფეხბურთს ნაკრები 30 წელია თითქმის რაც თამაშობს ურა ფეხბურთი ოღონდ მე არ შევცდე ყველა ამას ფიქრობს და "მანდრაჟით" თამაშობენ ესენი ვარჯიშზე აშტერებენ მწვრთნელებს ცალცალკე რომ აიღო ყველას არაუშავს ჩვენდა სამწუხაროდ მართლდება მტრის ნათქვამი (ყავთ ფეხბურთელები მაგრამ არა ყავთ გუნდი)!
კახა
02:50 06-09-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული