ავსტრიის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო რთული მეტოქე იყო

AutoSharing Option
ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელ კოლერმა საქართველოსთან (1:1) მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციას ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- ავსტრია-საქართველო 1:1 - კოლერის კილერი [VIDEO]

- თამაში რთული გამოდგა, საქართველო რთული მეტოქე იყო. მათ კარგად ითამაშეს უელსთან და ირლანდიასთან და მოგებაც შეეძლოთ. ჩვენს წინააღმდეგაც დისციპლინირებულად თამაშობდნენ, კარგად იცავდნენ თავს, და გვიჭირდა თავისუფალი სივრცეების მოძებნა. თანაც, სწრაფი გოლი გავუშვით...

ექვსი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და ესეც დიდი პრობლემაა - თუ მოგება გინდა, ბევრი მომენტი უნდა შექმნა და ბევრიც უნდა
გაიტანო...

- ამ ფრის შემდეგ, დაელაპარაკებით თუ არა ფედერაციას კონტრაქტის გაგრძელებაზე?
- დიახ, რა თქმა უნდა, ვილაპარაკებთ. ექვსი წელია ნაკრების მწვრთნელი ვარ და ერთი თამაში ჩემს მომავალზე ნამდვილად ვერ იმოქმედებს. გავაანალიზებთ ამ თამაშებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას.

რატი შელეგია ავსტრიიდან სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული