მარკო არნაუტოვიჩი: საქართველო ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო

AutoSharing Option
"ვესტ ჰემ იუნაიტედის" ვარსკვლავი, "ავსტრიელთა იბრაჰიმოვიჩი" მარკო არნაუტოვიჩი ძალზე მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ნაკრებს:

"ჩემთვის საქართველოს ნაკრები ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქეა. მათ უნდა მოეგოთ ირლანდიელებთან მატჩში. ამ გუნდს უნდა მოეგო უელსისთვისაც. არ შეიძლება ამ გუნდის დაუფასებლობა, თითქოს, საქართველო სუსტი მეტოქეა.

მათ აქ დასაკარგავი არაფერი ჰქონდათ, ჩამოვიდნენ აქ ქულებისთვის. მათ სუპერკონტრშეტევა შემოგვთავაზეს", - განაცხადა არნაუტოვიჩმა.

არნაუტოვიჩს მარტინ ჰინტერეგი ეთანხმება: "იგი 100%-ით მართალს ამბობს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
ამ დალოცვლიმა კარგი თქვა და რატომ გწყინთ ძმებო? უიმედოდ წავაგეთ და მორჩა დავასრულოთ ფეხბურთი? რა გჭირთ, რა უბედურებაა! ფეხბურთია, რაც ყველაზე მეტად გაგვახარებს - რამდენიმე წლის წინ კალათბურთელებიც მკვდრები იყვნენ და ასე მიწა რომ მიგვეყარა, მართალი იქნებოდა?
georgia fan
00:15 07-09-2017
1
კი კაცო! აბა რაა? საქართველო ყველაზე ძლიერია.ცხრილს ეტყობა თუ ბოლოდან წავიკითხავთ:))
-ეს იუგოსლავი კი არაუშავს კაი კაცი ჩანს:))გული გამოუკეთა მკვდრებს.
ძველი
20:24 06-09-2017
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული