მათთვის, ვისაც სურს, საქართველოს ნაკრებს სერბეთში წაჰყვეს...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 ოქტომბერს "დინამო არენაზე" უელსს დაუპირისპირდება და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს 9 ოქტომბერს, სერბეთის ნაკრებთან სტუმრად ჩაატარებს.

ჩვენს ნაკრებს თეორიული შანსებიც აღარ დარჩა გასვლის და ახლა მხოლოდ ლამაზი ფეხბურთი შეგვიძლია მოვითხოვოთ მათგან.

ერთეული იქნება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ნაკრებს გასვლით თამაშებში დაჰყვება და გულშემატკივრობს. არადა, სულ სხვა "მუღამი" აქვს, როცა გასვლით მატჩებში გულშემატკივრობ შენს გუნდს და მთელი მოედანი თითქმის შენ წინააღმდეგაა.

ბელგრადში, რა თქმა უნდა, მარტო ნაკრების საყურებლად ჩასვლა არ ღირს, ძალიან ლამაზი ქალაქის დათვალიერებითაც
შეგიძლია მიიღო სიამოვნება. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ მარტივ გზებს ბელგრადში მოსახვედრად და რჩევებს, რაც უნდა გაითვალისწინოთ.

მატჩი "რაჟკო მიტიჩის სტადიონზე" გაიმართება, რომელიც "დინამო არენაზე" ცოტათი პატარაა - 51 755 ადგილი. სერბეთი ჯგუფში პირველ ადგილზეა და მინიმალურია შანსი იმისა, რომ ეს პოზიცია დაკარგოს.

შესაბამისად, სტადიონზე ბევრი ხალხი მივა და საკვალიფიკაციოს დიდებულ ნოტზე დასამთავრებლად გულშემატკივრობას არ მოაკლებს.  ბილეთი 10 ლარიდან 30 ლარამდე ღირს და უკვე გაყიდვაშია.

Sportall.Ge

მგზავრობისთვის ორი ვარიანტი არსებობს: სტამბულიდან ორმხრივი ბილეთი 120 დოლარი დაგიჯდებათ და თბილისიდან 300 დოლარად შეგეძლებათ ბილეთების შეძენა. ასევე სერბეთს შეგიძლიათ მეზობელი ქვეყნებიდან ეწვიოთ, სადაც პირდაპირი რეისები საქართველოს ბევრად იაფად აქვს: უნგრეთიდან ან ბულგარეთიდან.

სერბული ვალუტაა დინარი, 100 დინარი დაახლოებით 2.45 ლარია.

ქალაქში თითქმის ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს: მეტრო, ავტობუსი, ტროლეიბუსი და ტრამვაი. ერთჯერადი მგზავრობის საფასური ჩვენს ფულზე დაახლოებით 2 ლარია, ხოლო თუ მთელი დღით ულიმიტო მგზავრობის ბარათს შეიძენთ - 6 ლარი. ტაქსით მგზავრობა დაახლოებით, ერთ გავლილ კილომეტრზე 1 ლარი დაგიჯდებათ.

Sportall.Ge

რაც შეეხება ღამით დასარჩენ ადგილებს, საკმაოდ იაფია: ჰოსტელების ფასი 10 ლარიდან იწყება, ხოლო სასტუმროებში 30 ლარად შეგიძლიათ მოეწყოთ. ასევე, მდინარე დუნაის პირას არის კემპინგის სივრცეები, სადაც შეგეძლებათ კარავით დარჩეთ.

Sportall.Ge

სერბეთის ნაციონალური კერძებია: პლეჟსკავიცა, ცევაპი და კარადორდევა - საშუალოდ ამ კერძების ფასი 5 ლარიდან 10 ლარამდე მერყეობს. ზოგადად, ქვეყანაში კვება ძვირი არ ღირს და მაღაზიებშიც საკვებს საკმაოდ იაფად შეიძენთ.

Sportall.Ge

ხუთი რამ, რაც ბელგრადში ყოფნისას აუცილებლად უნდა ნახოთ:

ბელგრადის ციხე
Sportall.Ge

ავალას მთა და ავალას კოშკი
Sportall.Ge

ავიაციის მუზეუმი
Sportall.Ge

გორდას კოშკი
Sportall.Ge

წმინდა სავას ეკლესია
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ცოტა დაგვიანებულია ეს სტატია. საქმე ისაა, რომ სერბეთში საჭიროა ვიზა, რომელსაც საქართველოში ვერ აიღებთ. შესაძლებელია უკრაინაში გაკეთება, მაგრამ არ მგონია ვადებში მოესწროს.
დიმიტრი
12:58 03-10-2017
1
ყველაზე მთავარი გავიწყდებათ-სერბეთში ვიზის გარეშე ვერ შეხვალთ!
niko
13:17 03-10-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული