"სქაი სპორტის", "გარდიანისა" და სხვა ბრიტანული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბეილი არ არის საკმარისად ჯანმრთელი იმისთვის, რომ საქართველოსა და ირლანდიასთან შეხვედრებში ითამაშოს.
უელსის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ ორი შეხვედრის განაცხადში არ
"გარდიანი" ვარაუდობს, რომ ბეილის არყოფნა განსაკუთრებული შანსი იქნება უელსელთა ახალგაზრდა ვარსკვლავ ბენ ვუდბერნისთვის. წყაროს მტკიცებით, 17 წლის ნიჭიერ შემტევს თბილისში სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ. გასულ თვეში ვუდბერნმა დიდებული შოუ დადგა, როცა შეცვლაზე შევიდა და 5 წუთში უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა ავსტრიას. სამი დღის შემდეგ კი მან მოლდოვასთან მატჩშიც გამოიჩინა თავი.
როგორც ჩანს, ბეილის ტრავმასთან დაკავშირებული საგა საბოლოოდ დასრულდა. ოდნავ მოგვიანებით უელსის საფეხბურთო ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოსა და ირლანდიასთან მატჩებში ბეილი ნაკრებს ვერაფრით დაეხმარება.
"უელსის საფეხბურთო ასოციაცია ოფიციალურად ადასტურებს, რომ გარეთ ბეილი გამოტოვებს მსოფლიოს ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩს საქართველოსა და ირლანდიის წინააღმდეგ. ბეილი ჩამოვიდა ნაკრებში კვირას, დღეს კი ის, "რეალთან" შეთანხმების საფუძველზე, გაგზავნილ იქნა სამედიცინო გამოკვლევაზე, რომელმაც გვაჩვენა, რომ ის არ არის ჯანმრთელი იმისთვის, რომ ითამაშოს. მის ნაცვლად უელსის ნაკრებს შეუერთდება "ბარნსლის" თავდამსხმელი ტომ ბრედშოუ", - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.
უელსის იმედები მცირდება
ჩვენთვის საინტერესო მასალას აქვეყნებს "სპორტსდეილი":"ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ გარეთ ბეილის ტრავმა მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ დღეს საბოლოოდ გაირკვა, რომ ის საქართველოსა და ირლანდიასთან მატჩებს გამოტოვებს. შესაბამისად, კრის კოულმენს ერთადერთი შანსი რჩება - მან უნდა მოახერხოს ამ ვაკუუმის შევსება.
შექმნილ სიტუაციაში იდეალური ვარიანტი ძირითად შემადგენლობაში ბენ ვუდბერნის გამწესება იქნება. ფაქტია, ბეილის არყოფნა მნიშვნელოვნად შეამცირებს უელსის შანსებს, ითამაშოს 2018 წლის მუნდიალზე. ახლა ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმზე მეტი უნდა მოსთხოვოს საკუთარ თავს, რათა მოხდეს ბეილის ჩანაცვლება. თუ გავითვალისწინებთ, რა ძალას წარმოადგენს უელსელთა მთავარი ვარსკვლავი მისი გუნდისთვის, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.
კოულმენმა, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური კუთხით უნდა შეძლოს ფეხბურთელების განწყობა. თითოეული მოთამაშე ისე უნდა გავიდეს მინდორზე, როგორც უკანასკნელ ომში. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება შანსი უელსის ნაკრებს, წარმატებით ითამაშოს ორ უახლოეს შეხვედრაში".
კრის კოულმენი: უკან ვერ დავიხევთ!
"ჩვენთვის ეს ორი მატჩი ფინალის ტოლფასია. მხოლოდ ქულათა მაქსიმუმის დაგროვება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მეორე ადგილი დავიკავოთ ჯგუფში და ვითამაშოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი-ოფში. ეს არის ჩვენი მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ", - თქვა უელსის ნაკრების მწვრთნელმა კრის კოულმენმა.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"