ჯგუფში ჩატოვებული მსოფლიო ჩემპიონი - 10 საინტერესო ფაქტი ვლადიმირ ვაისის შესახებ

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ვაისს ისეთი სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა, საქართველოს ნაკრების ბევრ ყოფილ მწვრთნელს შეშურდება.

ხშირად კრიტიკის ობიექტია იმ ფონზე, როცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა არაპოპულარულ ჩემპიონატებში ასპარეზობს და ამავდროულად, ბევრს სათამაშო პრაქტიკაც არა აქვს.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, ნაკრების ლიდერები ძირითადად, ტრავმირებულები არიან და ვაისს ერთი-ორი ფეხბურთელის გამო ხშირად სალანძღავ ობიექტადაც ვაქცევთ.

გთავაზობთ 10 ყველაზე საინტერესო ფაქტს საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცის შესახებ.

10. ვლადიმირ ვაისი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ნახევარმცველი იყო და მსოფლიო ჩემპიონატზეც უთამაშია. ჩეხოსლოვაკიის
დაშლის შემდეგ სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობდა. ჯამში 31 სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი.

9. ვლადიმირ ვაისის მამასაც ვლადიმირი ერქვა, მის შვილსაც ვლადიმირი ჰქვია, ბაბუის სახელი ვერ გავიგეთ, თუმცა არ გამოვრიცხოთ მასაც ვლადიმირი ერქვა.

8. კარიერაში 7 კლუბში ითამაშა, 258 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაიტანა.

7. კარიერის ბოლო წლებში "არტმედიაში" თამაშობდა. შემდეგ იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ამავე კლუბში და ბოლოს მთავარ მწვრთნელადაც დანიშნეს. მან შეძლო, რომ მისი მწვრთნელობის პერიოდში, ეს კლუბი სლოვაკეთში საუკეთესო გამხდარიყო: ორჯერ მოაპოვებინა ქვეყნის ჩემპიონობა და თასი. ამავდროულად, შეძლო სლოვაკური კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანა.

6. "არტმედიაში" წარმატებული მწვრთნელობის შემდეგ ინტერესი გაჩნდა სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებიდან და 2008 წელს მთავარ მწვრთნელადაც დანიშნეს. წარმატებამ არ დააყოვნა და 2010 წელს სლოვაკეთმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.

5. ვაისმა მსოფლიო ჩემპიონატზეც დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს. ჯგუფურ ეტაპზე პირველივე თამაშში ფრე ითამაშა ზელანდიასთან 1:1, 0:2 წააგო პარაგვაისთან და ბოლოს მოულოდნელად იტალიის ეროვნული ნაკრები 3:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებამ სლოვაკეთის ნაკრებს მერვედფინალის საგზური მოუტანა და იქ ჰოლანდიასთან 1:2 დამარცხდა.

4. ვაისი სლოვაკეთის ნაკრებიდან 2011 წელს გაუშვეს, მას ევრო 2012-ის საკვალიფიკაციოზე ცუდი გამოსვლა არ აპატიეს. მთავარი მიზეზი სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან 0:4 მარცხი გახდა.

3. მისი ბოლო კლუბი, სადაც მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ყაზახეთის "ქაირათი" იყო. სხვათა შორის, ყველაზე წარმატებული პერიოდი ამ კლუბს ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობის პერიოდში ჰქონდა. მან შეძლო "ქაირათი" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში გაეყვანა, სადაც ფრანგული "ბორდო" შეხვდათ. საფრანგეთში თამაში 1:0 წააგეს, ხოლო ყაზახეთში მეტოქე 2:1 დაამარცხეს. სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ჯგუფურ ეტაპზე "ბორდო" მოხვდა.

2. ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 2016 წლის მარტში გახდა. პირველი 2 მატჩი ამხანაგური ჩავატარეთ: სლოვაკეთმა 3:1 დაგვამარცხა და რუმინეთმა 5:1 გაგვანადგურა.

1. ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 40-ჯერ გაუძღვა: 14 შეხვედრა მოიგო, 12 ფრე ითამაშა და 14-იც წააგო. ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩები: ესპანეთი - საქართველო 0:1 და ყაზახეთი - საქართველო 0:2. ყველაზე ცუდი მატჩები: რუმინეთი - საქართველო 5:1 და დანია - საქართველო 5:1.


მკითხველის კომენტარები / 30 /
დიდ მოლოდინი მქონდა ბელარუსთან მატჩის, ბილეთები რათქმაუნდა ნაყიდი მაქვს, რამდენი წელია ველოდები ჩვენი ნაკრების დიდ ტურნირზე თამაშს, რამდენი ისტორია შემიძლია გავიხსენო იმ შავბნელ 90-იანებში ხან სად დავდიოდი და ხან სად რომ ნაკრების თამაში მეყურებინა. ყველას შევეჯიბრები ჩვენი ნაკრების გულშემატკივრობაში!!!

თუმცა, ჩემი ნაკრებია და აქვე ძაან მტკივა გული ერთ რამეზეც, ობიექტურად რო ვთქვათ ღმერთმა ქნას მშვიდობა და გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ერთხელ მაინც დავფიქრდეთ რა სირხცხვილი შეილება გველოდებოდეს იქ ამ ნაკრებს რომელსაც თავდამსხმელიც კი არ ყავს (ნუ ქვილითაიას არ ათამაშებენ და რა აზრია, ასე უთამაშებლები ბევრი გვყავს), ამას გარდა ფლანგის მცველები არ გვყავს და ვინ უფრო გაქაჩავს ამ პოზიციას იმაზეა გამწარებული მსჯელობა,

რავიცი რავიცი, ოღონდ გავიდნენ ევროპაზე და მერე იმედია ღმერთიც გადმოგვხედავს....
sormona
15 მარტი 2020 15:16
2
ვაისის მთავარი ნაკლია ის,რომ შეცვლებს აგვიანებს.
სტატუს ქუო
15 მარტი 2020 15:04
1
აბაა. ბეგლარიშვილი რომ გვყავდეს უეჭველი უკვე ევროპაზე ვიქნებოდით. თქვენ გგონიათ გინდა ვაისს, გინდა ფედერაციას არ უნდათ რომ შედეგი ქონდეს? ამიტომ ბეგლარიშვილს, პარუნაშვილს, და ა.შ. ნაკრებში არ იწვევენ? ასეთი აზროვნება რომ არის დღევანდელ ქართულ ფეხბურთში, იმიტომაც ვართ ერთ ადგილას.
pesimisti
15 მარტი 2020 10:51
2
კაი წავიდეს ვაისი და ფეხბურთელებს ის მწვრთნელი მოიყვანს მისი ქვეყნიდან ვინც მოვა? ვასი რომ მკვდრებს აცოცხლებდეს საქარტველოში არ იქნებოდა.
kaxa
15 მარტი 2020 10:51
8
Max მეგობარო, მკვდრები და ცოცხლები არ ვიცი, მარა დაბალი სამწვრთნელო გამოცდილებაო რო ამბობ, სტატია თუ წაიკითხე? ტიპმა ჯერ არტმედია გაიყვანა ევროპაში, მერე ნაკრები მსოფლიოზე მერვედფინალში (!!!) მერე ქაირათი ამოიყვანა წუმპედან და ნაკრებიც რაღაცას დაამსგავსა... სამ პასს მაინც აკეთებენ გადაბმულად... შეიძლება სუპერვარსკვლავი ტრენერი არაა, მარა ამ შეფასებას არ იმსახურებს ))
რა მაფიაა?
15 მარტი 2020 21:43
1
არ ვიცი ასეთ კომენტარს რა გაწერინებს ამხელა კაცს საკუთარ ერის ფეხბურთელებს მკვდრებს უწოდებ და ვიღაც გადამთიელი საეჭვო რეპუტაციის და დაბალი სამწვრთნელო შესაძლებლობის კაცის გასამართლებას ამით ცდილობ
max
15 მარტი 2020 14:01
10
თითქოს ნორმალური ნაკრები ჩამოაყალიბა, დისციპლინაც აქვს გუნდში, მაგრამ გოლის გამტანები არ ყავს და არც იწვევს. დვალიშვილს რომ თავი დავანებოთ, ლუკას ჰუფნაგელის მოწვევას ამ კონკრეტულ თამაშში, რა სარგებელი ჰქონდა? ან ტრამვირებული ოქრიაშვილი და ანანიძე გუნდს როგორ დაეხმარებოდნენ, ხომ ცხადი იყო თავიდანვე, რომ ვერ ითამაშებდნენ? რატომ არ იწვევს ბეგლარიშვილს, ვისაც გააქვს გოლები? რატომ არ მოჰყავს ის ფეხბურთელები ნაკრებში, ვისაც პასის მიღება შეუძლია მეტოქის საჯარიმოში და გოლის გატანის ალღო აქვს?
ალეკო
08 ოქტომბერი 2017 02:11
15
რაღაც ვერ გავიგე. ჩვენ გვყავს თავდამსხმელი, რომელსაც "პასის მიღება შეუძლია მეტოქის საჯარიმოში და გოლის გატანის ალღო აქვს" და დავუმატებ რეგულარულად, თორემ თითო გასროლა ყველას აქვს? ასეთი მე გერდ მიულერი და რამაზ შენგელია მახსოვს. ეხლა ვინ გყავს მხედველობაში?
alexandre
18 მარტი 2020 10:43
0
პირველი ამხანაგური, ჩვენმა კურდღელმა მწვრთნელმა ფრე ითამაშა ყაზახეთთან თბილისში
ვლადიმირ უივაისი
09 ოქტომბერი 2017 11:17
4
ვის რაში სჭირდება თუ სად თამაშობდა ვაისი? როგორც მწვრთნელი არის 0, 1 თამაში არ მოუგია გუნდს და რაზეა ლაპარაკი? ის ფრეებიც გამაზული იყო ალბათ
ჩიხურა
06 ოქტომბერი 2017 12:32
20
14 მოიგოო სტატიაში წერია და ამან ერთიც არ მოუგიაო :)) ბოლოს როდის ნახე ნაკრების თამაში?
sormona
15 მარტი 2020 15:09
0
მწვრთნელი რომელიც თვითონ ვერ აყენებს შემადგენლობას გასაშვებია, მაგრამ ფედერაცია გაუშვებს?:) პრობლემა ფედერაციაშია და არა ფეხბურთელებში, ფორმაში რომ არაა ფეხბურთელი არ უნდა გამოიძახოოოო
ლაშა
05 ოქტომბერი 2017 11:18
10
ვერ გავიგე რატომ უნდა დარჩეს
როცა ერთი თამაშიც ვერ მოიგო
ვაი ჩვენ პატრონს!!!
dato
05 ოქტომბერი 2017 10:07
16
იმიტომ, რომ საუკეთესო შედეგით მოიგო ის დივიზიონი, რომელშიც "კაი" შედეგების გამო იყო განთესილი ჩვენი ნაკრები ეხლა ნახევარფინალში ვართ და საგზურისათვის, ერთა ლიგის თასისათვის და მედლებისათვის ბრძოლას ვაგრძელებთ. კიდევ იმიტომ, რომ ახალ ერთა ლიგაზე უფრო მარალ დონეზე მოგვიწევს გამოსვლა. არსებული რესურსით არსებულ რეალობაში მეტის გაკეთება არავის არ შეეძლო. ვიყოთ რეალისტები და თავისთავად ვიქნებით ობიექტურებიც.
ანესთეზეოლოგი
15 მარტი 2020 11:31
2
ევროპაზე და მსოფლიოზეც რომ გაიყვანოს, რად გინდა? პირველ ტაიმშივე იღლებიან, ვერ დარბიან და თქვენ გინდათ კვირაში სამი თამაში ირბინონ? მეტი არაა ჩემი მტერი:
ამ სასტავით უბანი უბანზე თუ ითამაშეს თორემ სხვაგან მართლა ოცნებაა:
კ ო მ ბ ლ ე
05 ოქტომბერი 2017 01:11
12
მერე? კომბლებს რისთვის თლი? ჭერში დაწყობას გიჯობს იმათ მისცხზე, რომ ცოტა გაინძრენ
დევი
15 მარტი 2020 14:33
1
ვაისი უნდა დარჩეს.მწვრთელთა ხშირი ცვლა არ არის კარგი ფეხბურთელებისთვის. ყველა მწვრთნელს თავისი ტაქტიკა აქვს.ესენი კიდევ როდის შეეჩვევიან ახალ მწვრთნელს და მისი ტაქტიკით თამაშს.
ვაკო
04 ოქტომბერი 2017 23:30
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული