ვლადიმირ ვაისი: ხვალინდელ მატჩში გამარჯვებას შევეცდებით

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 5 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" პრესკონფერენცია გამართა.

- ვაკო გვილია: უელსს 2000 ფანი ჩამოჰყვა, ქომაგს მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს უელსის ნაკრებთან 6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გამართავს.

- რამდენად ხართ კმაყოფილი იმით, რომ ხვალინდელ მატჩში გარეთ ბეილი არ ითამაშებს?

- არა, არა ვარ ამით კმაყოფილი. გარეთ ბეილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და სასიამოვნო იქნებოდა მისი ნახვა. ყველა შემთხვევაში, ძალიან რთული შეხვედრა გველის. უელსს მოუწევს სათამაშო სისტემის შეცვლა
და ვნახოთ, რა ტაქტიკას აირჩევს მეტოქე. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებსაც აკლია თავისი ვარსკვლავები, ჯანო ანანიძისა და თორნიკე ოქრიაშვილის სახით.

- რომელ ფეხბურთელს გამოყოფდით უელსის ნაკრებიდან, ბეილის არყოფნის პერიოდში?

- არ ვიცი, რა სისტემით ითამაშებს უელსი და ამიტომ მიჭირს გუნდზე ლაპარაკი. რობსონ კანუსა და სემ ვოუკს გამოვარჩევდი.

- მოგეხსენებათ, ჯგუფიდან გასასვლელად რამდენიმე გუნდი იბრძვის. რამდენად შეეცდებით გამარჯვების მოსაპოვებას?

- რა თქმა უნდა, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია - ჩვენ ყოველთვის მოგებისთვის ვიბრძვით. შევეცდებით, ხვალ გავახაროთ გულშემატკივრები და მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება.

- კრის კოულმენისთვის ყველაზე რთული მატჩი საქართველოსთან იყო. თქვენ რა დასკვნები გამოიტანეთ იმ თამაშიდან?

- ვფიქრობ, რომ ხვალ სულ სხვა თამაში იქნება. კარდიფის მატჩში ბეილი თამაშობდა, ხვალ კი იქნება რემზი. ჩვენც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდება, რომლებიც მაშინდელ თამაშში იყვნენ. ვფიქრობ, რომ სულ სხვა სტილის ფეხბურთი იქნება და ვნახოთ, რა გამოვა.

- რატომ არ გამოიძახეთ მათე ვაწაძე, რომელიც ბოლო მატჩებში ძალიან კარგ ფორმაშია?
- რამდენი თამაში ჩაატარა მათე ვაწაძემ? ვინც გამოვიძახე, ისინი შევარჩიე, აზრი არა აქვს სხვაზე საუბარს.

- როგორი ატმოსფეროა ეროვნულ ნაკრებში?
- განწყობა გუნდში ძალიან კარგია, კარგი ურთიერთობა და დამოკიდებულებაა. ყველას გვეცოდება თორნიკე ოქრიაშვილი, ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა და უფრო რთულ სიტუაციაში ჩავარდა. იმედია, შეძლებს ამ პრობლემის გადალახვას და მალე დაგვიბრუნდება.

თამაშის ხარისხი ჯგუფში კარგი ვაჩვენეთ. სამწუხაროდ, შედეგები ყოველთვის ის არ იყო, რასაც ველოდით.

- რას ფიქრობთ გიორგი ხარაიშვილზე, რომელიც ბოლო პერიოდში მაღალ დონეზე თამაშობს? რატომ ვერ მოხვდა გაფართოებულ შემადგენლობაში?
- ყველა საინტერესო ფეხბურთელს ვადევნებთ თვალს, მაგრამ არსებობს გუნდის ბირთვი და შეუძლებელია, მუდმივად ვცვალო ფეხბურთელები იმის მიხედვით, თუ ვინ სად გაიტანს გოლს.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ლიგას, მე ხშირად ვუყურებ მას და ვხედავ, რომ ჩემპიონატის დონე დაბალია. ფედერაცია ცდილობს დონის აწევას, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ ხარაიშვილი ევროპის საუკეთესო ნაკრებთან შეძლებს თამაშს. ეროვნული ლიგიდან ნაკრებშია ირაკლი სიხარულიძე, რომელიც საუკეთესოა ჩემპიონატში.

- რას იტყვით ახალი კონტრაქტზე, მიიღეთ თუ არა გადაწყვეტილება?
- კონტრაქტისთვის ჯერ არ მომიწერია ხელი, დარჩა რამდენიმე დეტალი. მე ვესაუბრე ლევან კობიაშვილს და გადავწვიტეთ, ამ ორი თამაშის შემდეგ ვისაუბროთ.

- მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერჯერობით ვერ მოხერხდა 3 ქულის აღება. რის ხარჯზე შეიძლება უელსის ნაკრებს მოვუგოთ?

- ყოველთვის გვინდა გამარჯვება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეტოქის მოთამაშეები ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობენ. ხვალ, რა თქმა უნდა, მატჩის მოგებას შევეცდებით. თუ ახლა არ გამოგვივა, მომავალ მატჩებში წარმოვაჩენთ თავს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
აუ, ძმებო..... ძალიან კარგი მწვრთნელია ვაისი..... დავაცადით ყველამ.... რა გვჭირს.......
elgvisa
17:45 06-10-2017
0
ყოველთვის ასე გაიძახოდით ბატონო ვაის და შედეგიც გაქვთ შესაფერისი
დილა
12:40 06-10-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული