საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში, ბოლოსწინა, IX ტურის მატჩი უელსის ნაკრებთან ჩაატარა. თბილისში, "დინამო არენაზე" გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა პატივი მიაგეს "ზუგდიდის" ტრაგიკულად გარდაცვლილი მეკარის შოთა მამინაშვილის ხსოვნას.

- ცუდი ფაქტი: უელსელთა პასუხი ქართველებს მათი ჰიმნის "შემოკლებისთვის" [VIDEO]

სანახევროდ შევსებულ "დინამო არენაზე" ანგარიშის გახსნის შანსი პირველად სტუმრებს ჰქონდათ, თუმცა გიორგი ლორიამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ძალიან სახიფათო იყო 38-ე წუთზე, ოთარ
კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ გიორგი ქვილითაიას თავურიც, თუმცა ბურთი მცირე მანძილით ასცდა უელსელთა კარს.

უელსელებმა ანგარიშის გახსნა შესვენების შემდეგ მაინც შეძლეს. 49–ე წუთზე ტომ ლოურენსმა ჯერ საბა კვირკველიას აუარა გვერდი, შემდეგ კი გურამ კაშიას აერიდა და საჯარიმოს მისადგომებიდან ლორიასგან შორეულ კუთხეში უძლიერესად დაარტყა – 0:1.

მე-80 წუთზე გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა გიორგი მერებაშვილს, თუმცა ახლო მანძილიდან მისი დარტყმის შემდეგ უელსელმა მცველებმა და მეკარემ კარი ერთობლივად გადაარჩინეს.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრები ფლობდა ბურთს, თუმცა რეალური ხიფათი სტუმართა კართან არ შეუქმნია და ანგარიშიც აღარ შეცვლილა. საბოლოდ, პირველად ისტორიაში, უელსის ნაკრებმა შეძლო საქართველოს ნაკრების დამარცხება.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge


დღესვე D ჯგუფში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ავსტრიის ნაკრებმა შინ სერბეთს ანგარიშით 3:2 სძლია, ხოლო ირლანდიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მოლდოვა დაამარცხა - 2:0.

ბოლო ტურის წინ D ჯგუფშს 18 ქულით კვლავ სერბეთი ლიდერობს, რომელსაც ქულით ჩამორჩება უელსი. მესამეზე ირლანდიაა 16 ქულით, მეოთხეზე კი - ავსტრია (12). საქართველოს ნაკრები 5 ქულით ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე რჩება, ხოლო ცხრილის ბოლოში მოლდოვაა 2 ქულით.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას 9 ოქტომბერს, სტუმრად სერბეთთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა უელსთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი, ვაკო ყაზაშვილი, ჯაბა კანკავა (კ), ვაკო გვილია (89, დავით ხოჭოლავა), გიორგი მერებაშვილი, ნიკა კვეკვესკირი (76, ჯაბა ჯიღაური), გიორგი ქვილითაია (76, დავით სხირტლაძე).
მკითხველის კომენტარები / 41 /
ხომ ვამბობდი ვაისი კურდღელი მწვრთნელია თქო...ბოლოს ხოჭოლავა რომ გამოიყვანა ეგ უკვე პანიკური გადაწყვეტილება იყო თან ცინ გაუშვა მცველი კაცი,ანუ ჩაკიდეთ და იქნებ თავით გაუტანოთოოო....ბიჭოოო არაბიძე არ წაიყვანე,ჭანტურია მაინც შემოაგდე ,კაცს ვერ ატყუებენ ვარ ხედავ,ვიღაცას ინდივიდუალურად უნდა შეესრულებინა ...რა ჩაგდება , რის ჩაწოდება...კაროჩე რა ვაისი კურდღელია
patrioti
07 ოქტომბერი 2017 09:24
2
გოლი,რომ არ გაეტანათ უელსელებს,ხომ არ წავაგებდით,ასე,რომ ჩვენების ბრალი არაა.....
dudu edu da eduardo
07 ოქტომბერი 2017 09:21
1
ვთხოვ კალაძეს და კობიაშვილს უფრო მეტი ფულით დააფინანსონ ბიუჯეტიდან ფეხბურთი,(უფრო მეტი რომ მოტეხონ)აი მაშინ ეშველება ქართულ ფეხბურთს
ლალი ბადურაშვილი
07 ოქტომბერი 2017 09:02
1
თამაშში გაფარჩაკებულები არ ვიყავით, გოლზე მცველმა აწევა დააგვიანა, ლორიამაც 50/50-ზე ასაღები გაუშვა, ანანიძე მაგრად აკლდა გუნდს, ცენტრფორვარდის კატასტროფული დეფიციტი გვაქვს, კაპიტანი უგუნდო და ... მოიგო უელსმა დამსახურებულად. რა ვიცი მაინც რაღაც გუნდს გავს ეს, გამონათებები არის და ათასჯერ მირჩევნია ქეცბაიას კარს მიჯაჭვულს, პირველი წუთიდან გაძლებაზე მოთამაშე უსახურ ნაკრებს
???
07 ოქტომბერი 2017 04:54
3
სად ხედავენ პროგრესს,რომელ რგოლში? სამოყვარულო დონის გუნდიც არ გვყავს.საერთოდ ესეთი თამაშით არც ღირს გასვლა.სირცხვილია ელემენტარული.
ალექსანდრე
07 ოქტომბერი 2017 04:48
1
ფეხბურთელი, გულშემატკივარი, ფედერაცია, ყველა ერთ დონეზე და ერთნაირად ვართ და ერთნაირები ვართ და ერთი პრობლემა გვაქვს....მიბმულია ყველაფერი ერთმანეთზე...საინტერესოა ამ გუნდისგან რას ვითხოვთ როცა საგულშემატკივროდ მივდივართ,...ამ ფედერაციისგან რას ვითხოვთ.90 წუთი არაფერს წყვეტს უბრალოდ ააშკარავებს,სამივეს ერთად
GFF
07 ოქტომბერი 2017 01:28
2
Ukve landzgvac momckinda
Shalva
07 ოქტომბერი 2017 01:18
2
გიბრალტარი როდის ჩამოვა საფეხბურთო ზეიმი რო იყოს ქალაქში პს ლევან შეგრცხვეს მაინც
ნოდო
07 ოქტომბერი 2017 00:24
2
რავა დაღდასმულებივით თამაშობთ! რავა გეშინიათ ინდივიდუალური შეტევის, კარში დარტყმის! რავა ელემენტარული ფანტაზია არაგაქვთ, თუ როგორ გარდასახოთ საჯარიმოდან ამოტანილი ბურთი გოლად!!!!
Shotik
06 ოქტომბერი 2017 23:21
2
თქვენ კი არ გჯეროდათ რომ უელსი ბეილით თუ უბეილოდ მაინც მოგვიგებდა. იმიტომ რომ მას სხვა გზა უბრალოდ არ გააჩნდა. ამიტომ დაიხსომეთ, როცა მხეცი კუთხეშია მიმწყვდეული ის გამოსავალს მაინც იპოვის და ვერანაირი ისტორია მას ვერ შეაჩერებს. უელსს პირველად მიეცა სერიოზული შანსი მსოფლიოზე გასვლის და საქართველოს ნამდვილად ვერ ჩააშხამებინებდნენ ამ შესაძლებლობას.
................
06 ოქტომბერი 2017 23:11
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული