საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სერბეთის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი),ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია)
დღეს საქართველოს ნაკრები ბელგრადში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხებს.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე შეხვედრა სერბეთსა და საქართველოს შორის 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.
GFF.GE