ვლადიმირ ვაისი: სერბეთთან მატჩის შემდეგ ვიტყვი "ჰოს" ან "არას"

AutoSharing Option
სერბეთთან მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. ბელგრადში ჩასვლის შემდეგ დედაქალაქის დათვალიერებისათვის გამოვნახეთ დრო.

მოვიტყუებით, რომ დავწეროთ არნახულ საფეხბურთო აჟიოტაჟზე. როგორც ჩანს, მასპინძლები დარწმუნებულნი არიან დღევანდელ გამარჯვებაში. ერთადერთი, ვინც მომავალი თამაშის შესახებ ჩამოგვიგდო სიტყვა, ტაქსის მძღოლი გახლდათ, ვინც წარმატებები გვისურვა, მაგრამ ისიც დაამატა, ჩვენები მოიგებენო.

თუ მთელი დღის განმავლობაში მზიანი დარი იდგა ბელგრადში, საღამოს ამინდი შეიცვალა და ცოტა წამოწვიმა. "მარაკანაზე", რომელიც 55 538 მაყურებელს იტევს, დღეს საღამოს ანშლაგს ელიან. ახლა დროა, სიტყვა მივცეთ ვაისს, სლავოლიუბ მუსლინმა
კი თავის პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტების დასწრება არ ისურვა. ვაისთან ერთად სერბი და ქართველი კალმოსნების წინაშე გიორგი მერებაშვილი წარდგა.

- სერბეთის ნაკრები ფანტასტიკური გუნდია. მისი ფეხბურთელები ევროპის წამყვან ლიგებში თამაშობენ. შემიძლია ვთქვა, რომ ჯგუფის საუკეთესო კრებულს ვეთამაშებით. როცა ნაკრები თამაშობს, ყველა მატჩი მნიშვნელოვანია.

კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მხოლოდ ფრეები გვაქვს. ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს სერბეთს. რაც შეეხება ჩემს მომავალს, დაველაპარაკები ლევან კობიაშვილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ვიტყვი "ჰოს" ან "არას".


- საქართველოს ნაკრები იმიტომ ხომ არაა ბელგრადში, რომ სერბების იმედები დაანგრიოს?
-
ჩვენ ჩამოვედით აქ იმისათვის, რომ ვითამაშოთ კარგი ფეხბურთი. ვიცით, რომ სერბეთის ნაკრების ბევრი ქომაგი იქნება სტადიონზე. 50 ათასი გულშემატკივრის მოლოდინია. მოგება თუ ფრე იქნება კარგი შედეგი, ეს არ ვიცი. სერბეთს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს.

- შეიძლება თუ არა, ერთა ლიგის ახალი ფორმატი გახდეს საქართველოს ნაკრებისათვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის საუკეთესო გზა?
-
არ ვიცი, დავრჩები თუ არა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ ეს საქართველოს ნაკრებისათვის კარგი შანსია. ამ გუნდში არის ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელთაც შეუძლიათ მომატება. ეს არის ძალიან კარგი პროექტი. ეს ჩვენთვის დამატებითი შანსია. მე ამ ეტაპზე მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობ.

-
თქვენთვის მოტივაცია რა არის ხვალინდელ მატჩში?
- ტრავმების გამო გვაკლია სამი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთე
ი – მჭედლიძე, ოქრიაშვილი და ანანიძე. ჩვენ იმავე შემადგენლობით ვართ, რომელიც თბილისში გვყავდა. ჩვენთვის ყველა მატჩი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

- სერბეთის ნაკრები შინ დომინანტურ ფეხბურთს თამაშობს. ფაქტია, წნეხი დიდი იქნება. როგორი ტაქტიკა უნდა დავუპირისპიროთ ზემოტივირებულ მასპინძლებს?
- ჩვენი მეტოქე მართლაც დომინირებს საშინაო შეხვედრებში. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი ტაქტიკური მონახაზი. ახლა ამის თაობაზე დაწვ
ილებით ვერ ვისაუბრებ. ჯგუფის ბოლო თამაშია და გარკვეულწილად შეიცვლება ტაქტიკური სქემა. სამი-ოთხი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდება მინდორზე.

გიორგი მერებაშვილი: სამწუხაროდ, აღარ გვაქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მოტივაცია დიდია. რთული თამაში იქნება. ჩვენ გამარჯვება არ გვაქვს. ვეცდებით, ნავსი გატყდეს.

- თუ ესაუბრეთ თქვენს ყოფილ თანაგუნდელებს "ვოევოდინაში"?
- დუშან ტადიჩი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჩვენ ბოლო დროს არ გვისაუბრია. ჩვენ ვმეგობრობთ, მაგრამ ხვალ ეს მეგობრობა გვერდზე გადაიდება. თუ მინდორზე გავალ, მაქსიმუმს გავაკეთებ ნაკრებისათვის.

- თქვენ არაერთხელ გითამაშიათ ამ სტადიონზე...
- პირველად "დინამოსთან" ერთად უნდა მეთამაშა აქ, მაგრამ ბარათების გამო გამოვტოვე ის შეხვედრა. მერე "ვოევოდინასთან" ერთად ვითამაშე არაერთხელ. გულშემატკივარი აქ მეთორმეტე მოთამაშეა, მაგრამ
ვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ.
მკითხველის კომენტარები / 31 /
თუ დარჩება მწვრთნელად უნდა იცხოვროს საქართველოში და კარგად გაიცნოს ქვეყანაც ხალხის ფეხბურთელებიც კლუბების მწვრთნელებიც ხელმძღვანელობაც და დაესწროს ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს და იყოს მუდმივად ძიებაში და პროცესში ჩართული. მწვრთნელი რომელიც წელიწადში 2 ჯერ ჩამოდის 1 კვირით ქვეყანაში და მიდის და ამაში ნახევარ მილიონს იღებს ესეთი მწვრთნელი ჩემთვის არაა მისაღები.
daTo
23:51 08-10-2017
0
ა ვაისს ტაქტიკც და სასტავიც 4-2-4 სისტემით !!?? აი შემადგენლობაც იმ ფეხბურთელებიდან ვინც მანდ გყავს: მეკარე-მაკარიძე, მარცხენა მცველი-ხოჭოლავა(მეორე ტაიმში ნავალოვსკი), ცენტრები-კვირკველია და კაშია, მარჯვენა მცველი-კაკაბაძე, ნახევარ დაცვა მარცხნივ მერებაშვილი, მარჯვნივ ჯიღაური (მეორე ტაიმში ჭანტურია), შუაში- კანკავა,გვილია(მეორე ტაიმში ყაზაიშვილი),თავდასხმა-სხირტლაძე ქვილითაია.

უფრო შემტევი, გინდაც წააგო,
აზრი არა აქვს დაცვით ვარიანტს,
ვერ გამიგია, ვერსად გავდივართ,
შეტევა გისხნის მხოლოდ ვაისა.

მწვრთნელია პასუხის მგებელი სასტავის დაყენებაზე და მარტო მის ხელშია ვინ გამოვა სათამაშოდ!!!!!
poeti
23:46 08-10-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული