ვლადიმირ ვაისი: სერბეთთან მატჩის შემდეგ ვიტყვი "ჰოს" ან "არას"

AutoSharing Option
სერბეთთან მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. ბელგრადში ჩასვლის შემდეგ დედაქალაქის დათვალიერებისათვის გამოვნახეთ დრო.

მოვიტყუებით, რომ დავწეროთ არნახულ საფეხბურთო აჟიოტაჟზე. როგორც ჩანს, მასპინძლები დარწმუნებულნი არიან დღევანდელ გამარჯვებაში. ერთადერთი, ვინც მომავალი თამაშის შესახებ ჩამოგვიგდო სიტყვა, ტაქსის მძღოლი გახლდათ, ვინც წარმატებები გვისურვა, მაგრამ ისიც დაამატა, ჩვენები მოიგებენო.

თუ მთელი დღის განმავლობაში მზიანი დარი იდგა ბელგრადში, საღამოს ამინდი შეიცვალა და ცოტა წამოწვიმა. "მარაკანაზე", რომელიც 55 538 მაყურებელს იტევს, დღეს საღამოს ანშლაგს ელიან. ახლა დროა, სიტყვა მივცეთ ვაისს, სლავოლიუბ მუსლინმა
კი თავის პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტების დასწრება არ ისურვა. ვაისთან ერთად სერბი და ქართველი კალმოსნების წინაშე გიორგი მერებაშვილი წარდგა.

- სერბეთის ნაკრები ფანტასტიკური გუნდია. მისი ფეხბურთელები ევროპის წამყვან ლიგებში თამაშობენ. შემიძლია ვთქვა, რომ ჯგუფის საუკეთესო კრებულს ვეთამაშებით. როცა ნაკრები თამაშობს, ყველა მატჩი მნიშვნელოვანია.

კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მხოლოდ ფრეები გვაქვს. ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს სერბეთს. რაც შეეხება ჩემს მომავალს, დაველაპარაკები ლევან კობიაშვილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ვიტყვი "ჰოს" ან "არას".


- საქართველოს ნაკრები იმიტომ ხომ არაა ბელგრადში, რომ სერბების იმედები დაანგრიოს?
-
ჩვენ ჩამოვედით აქ იმისათვის, რომ ვითამაშოთ კარგი ფეხბურთი. ვიცით, რომ სერბეთის ნაკრების ბევრი ქომაგი იქნება სტადიონზე. 50 ათასი გულშემატკივრის მოლოდინია. მოგება თუ ფრე იქნება კარგი შედეგი, ეს არ ვიცი. სერბეთს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს.

- შეიძლება თუ არა, ერთა ლიგის ახალი ფორმატი გახდეს საქართველოს ნაკრებისათვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის საუკეთესო გზა?
-
არ ვიცი, დავრჩები თუ არა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ ეს საქართველოს ნაკრებისათვის კარგი შანსია. ამ გუნდში არის ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელთაც შეუძლიათ მომატება. ეს არის ძალიან კარგი პროექტი. ეს ჩვენთვის დამატებითი შანსია. მე ამ ეტაპზე მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობ.

-
თქვენთვის მოტივაცია რა არის ხვალინდელ მატჩში?
- ტრავმების გამო გვაკლია სამი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთე
ი – მჭედლიძე, ოქრიაშვილი და ანანიძე. ჩვენ იმავე შემადგენლობით ვართ, რომელიც თბილისში გვყავდა. ჩვენთვის ყველა მატჩი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

- სერბეთის ნაკრები შინ დომინანტურ ფეხბურთს თამაშობს. ფაქტია, წნეხი დიდი იქნება. როგორი ტაქტიკა უნდა დავუპირისპიროთ ზემოტივირებულ მასპინძლებს?
- ჩვენი მეტოქე მართლაც დომინირებს საშინაო შეხვედრებში. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი ტაქტიკური მონახაზი. ახლა ამის თაობაზე დაწვ
ილებით ვერ ვისაუბრებ. ჯგუფის ბოლო თამაშია და გარკვეულწილად შეიცვლება ტაქტიკური სქემა. სამი-ოთხი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდება მინდორზე.

გიორგი მერებაშვილი: სამწუხაროდ, აღარ გვაქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მოტივაცია დიდია. რთული თამაში იქნება. ჩვენ გამარჯვება არ გვაქვს. ვეცდებით, ნავსი გატყდეს.

- თუ ესაუბრეთ თქვენს ყოფილ თანაგუნდელებს "ვოევოდინაში"?
- დუშან ტადიჩი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჩვენ ბოლო დროს არ გვისაუბრია. ჩვენ ვმეგობრობთ, მაგრამ ხვალ ეს მეგობრობა გვერდზე გადაიდება. თუ მინდორზე გავალ, მაქსიმუმს გავაკეთებ ნაკრებისათვის.

- თქვენ არაერთხელ გითამაშიათ ამ სტადიონზე...
- პირველად "დინამოსთან" ერთად უნდა მეთამაშა აქ, მაგრამ ბარათების გამო გამოვტოვე ის შეხვედრა. მერე "ვოევოდინასთან" ერთად ვითამაშე არაერთხელ. გულშემატკივარი აქ მეთორმეტე მოთამაშეა, მაგრამ
ვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ.
მკითხველის კომენტარები / 31 /
ჩანტურია რომ დაყნებინა უფრო მწვავე იქნებოდაა ჩვენი შეტევება ზოგჯერ მგონია რომ ამ კაცმა მარტლა არ იცის ჩვენი ფეგბურთელების შესაძლეებლობები მისი ნამოკები მოსბზრბელი გახდა ყოველ თამშის მერე იზახის ფეგბურთელების სად ტამაშობენ თქვნებიო შეხედეთო კი ტოპ ლიგაში არ გვყავს ფეგბუთელები მაგრამ ვინც გვყავს ბატონო ვაის ვისი იმედიც გვაქვს იმას რატომ არ ათამშებთ როცა გიორგი არბიძე გვყავს და როცა ოქრშვილი გვკლია როცა ჯანო გვკლია უნდა გამოძახო და მისცე შანსი რომ დამკვდროს ადგილი ერვნულ ნაკრებში და მე დარწმნებული ვარ რომ ამ ბიჩის აქვს ლიდერის ფუნქცები უბრალოდ ვაისი არ წყალობს ამ ფეხბურთელს ჩაკვეთაძეც უნდა გამოძახა ნაკრებში მიტმეტეს როცა ჯანო გაკლია მისი შემცვლელი ჩამი აზრით ეს ბიჩია არის გაქცევა კარში დარტყმა პასის გაკტება მოტყება მას ყველფერი აქვს და დიდი შეცდომა არის რომ ამ ბიჩებს შანსი არ მისცა როცა ორი თამაში გაქვს დარჩენილი და გადმწყვეტი თამაშები არ არის ხო უნდა მისცე ერვნულ ნაკრებში შანსი ახლგზდებს მიტმეტეს არბიძეს და ჩაკვტას ისნი არაინ ჩვენი მომვლი თაობა
1
ვაისი ცუდი მწვრთნელი არ არის მაგრამ მასაც აქვს ნაკლი მისი ნაკლი ის არის რომ შეეძლო ამ ორ მატჩში გამოეყნებინა ის ფეგბურთელები რომლებიც ახალ გაზდები არაინ მე მის ყველა გადწყვტილებას არ ვეტნხმები უელსის ნაკრებთან საშინლად ვითამაშეთ კარგ თამაშ რას ეზახით კარში რო ვერ დართყამ მეორე ტაიმში ორი მონეტი გვქონდა მეტი არა გაუზრბელი ჩაწოდებები საჯრიმოში ქვილთაიას იმედზე იყო ვაისი და მარტო მას თავდსხმაში რა უნდა გაკტებინა ფლენგებიდან ვუტევდით სულ და მერე უკან ვაბრუნებდით ბურთს და როცა ესეთი თამაშია როცა არ მიგდის თამაში და იცი რო ჩაწოდებებს აზრი არ აქვს ისეთი ფეგბუთელი უნდა დაყენო დძორთადშო რომლსაც შეუძლია გამწვავოს კაცი მოტყუოს გაქცეს კარში დარტყას და მეტყოეს არ შეეეშინდეს ესეთი მხოლოდ ერტთი ფეგბურთელი გვყავდა ზამნაძე და ისიც არ შემოყვანა მტელი მატჩის განმვლობაში ჩანტურიას ველოდი რომ შემოვდოდა მის და ვაკოს იმედი მქონდა ვაკოს ტამში არ წავიდა ჩაკეტეს მერბიშვილი ცუდი ფეგბურთელი არ არის მარა ზოგ შემთხვევაში უაზროდ ატრევდა ბურტს და კარგავდა ჩანტურია რომ დაყნებინა უფრო მწვავე იქნებოდაა ჩვენი შეტევება ზოგჯერ მგონია რომ ამ კაცმა მარტლა არ იცის ჩვენი ფეგბურთელების შესაძლეებლობები მისი ნამოკები მოსბზრბელი გახდა ყოველ თამშის მერე იზახის ფეგბურთელების სად ტამაშობენ თქვნებიო შეხედეთო კი ტოპ ლიგაში არ გვყავს ფეგბუთელები მაგრამ ვინც გვყავს ბატონო ვაის ვისი იმედიც გვაქვს იმას რატომ არ ათამშებთ როცა გიორგი არბიძე გვყავს და როცა ოქრშვილი გვკლია როცა ჯანო გვკლია უნდა გამოძახო და მისცე შანსი რომ დამკვდროს ადგილი ერვნულ ნაკრებში და მე დარწმნებული ვარ რომ ამ ბიჩის აქვს ლიდერის ფუნქცები უბრალოდ ვაისი არ წყალობს ამ ფეხბურთელს ჩაკვეთაძეც უნდა გამოძახა ნაკრებში მიტმეტეს როცა ჯანო გაკლია მისი შემცვლელი ჩამი აზრით ეს ბიჩია არის გაქცევა კარში დარტყმა პასის გაკტება მოტყება მას ყველფერი აქვს და დიდი შეცდომა არის რომ ამ ბიჩებს შანსი არ მისცა როცა ორი თამაში გაქვს დარჩენილი და გადმწყვეტი თამაშები არ არის ხო უნდა მისცე ერვნულ ნაკრებში შანსი ახლგზდებს მიტმეტეს არბიძეს და ჩაკვტას ისნი არაინ ჩვენი მომვლი თაობა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული