თამაში "ცრვენა ზვეზდას" არენაზე - რაიკო მიტიჩის სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.
- [ალეკო კაკაურიძე სერბეთიდან] წნეხის გარეშე
საქართველოს ნაკრები სერბეთის დედაქალაქში 8 ოქტომბერს, ჩარტერული რეისით ჩავიდა. ეროვნულმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 23 ფეხბურთელით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. სფფ-ის
- საქართველოს ნაკრებმა ბელგრადში ივარჯიშა [VIDEO]
მატჩის წინა დღეს ვლადიმირ ვაისმა და გიორგი მერებაშვილმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. სლოვაკი მწვრთნელის თქმით, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა შესარჩევი ციკლის 9 მატჩიდან 5 ფრედ დაასრულა და 4 დათმო, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრებში მუშაობას, სერბეთთან თამაშის შემდეგ გადაწყვეტს.
- ვლადიმირ ვაისი: სერბეთთან მატჩის შემდეგ ვიტყვი "ჰოს" ან "არას"
- გიორგი მერებაშვილი: ჩვენ გამარჯვება არ გვაქვს, ვეცდებით, ნავსი გატყდეს
დღესვე D ჯგუფში პარალელურად კიდევ ორი შეხვედრა ჩატარდება. უელსის ნაკრები ირლანდიას მიიღებს, ხოლო მოლდოვაში სათამაშოდ ავსტრია ჩავა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ჯგუფში ჩატარებულ 9 მატჩში 5 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ჯგუფს 18 ქულით სერბეთი ლიდერობს, უელსს 17 ქულა აქვს, ირლანდიის ნაკრები კი 16 ქულით მესამე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრები
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია).
ჩემი აზრით თვით ასეთი კონტიგენტითაც შესაძლებელი იყო უკეთესი შემადგენლობის და უკეთესი ტაქტიკის შერჩევა შემტევ ნახევარმცველებს ვგულისხმობ მარცხნივ მერებაშვილი, ცენტრში ყაზაიშვილი, მარჯვნივ ჯიღაური, ან ჭანტურია, ისე ასეთ პირობებში რატომ არ იწვევს ნაკრებში სანდრო კობახიძეს, რომელიც ნამდვილად არ არის ცუდი ნახევარმცველი, სათამაშო პრაქტიკაც აქვს ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც, კაცის მოტყუებაც იცის, კარში დარტყმაც და თავისუფლად შეუძლია ითამაშოს ცენტრალურ ნახევარმცველად გასაოცარია.
მოკლედ კიდევ გავიმეორებ, ნაკრების შემტევი ფეხბურთელი, რომ ბურთის მიღების შემდეგ ფიქრობს რა გააკეთოს და ერთადერთ გამოსავალად იმას ხედავს ბურთი უკან საკუთარ ნახევარზე ცენტრალურ მცველებს დაუბრუნოს, ეს ნაკრების მწვრთნელის ბრალია, რომელსაც არა აქვს დამუშავებული ელემენტარული კომბინაციები და ტაქტიკური სქემები და არა იმისა, ეს ფეხბურთელი რომელ ჩემპიონატში თამაშობს, ან თამაშობს თუ სკამზე ზის, აი ეს არის ჩემი აზრი.
(ისე სხვათაშორის ვაისმა თვითონ თქვა, სლოვაკეთი რომ გავიყვანე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჩვენი ფეხბურთელები ლივერპულში, მანჩესტერში და ა.შ. თამაშობდნენო, ან რუსეთის ლიგაში მუდმივი პრაქტიკით, ქართველები კი სუსტ ჩემპიონატებში, სუსტ გუნდებში თამაშობენ ან სათადარიგო სკამზე სხედანო, მართალია, მაგრამ ძლიერი მწვრთნელი მაშინ ხარ საშუალო დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად თუ მიაღწევ წარმატებას (რა თქმა უნდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ვგულისხმობ და არა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონობას), თორემ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ნაკრები ალბათ ცუდი მწვრთნელის პირობებშიც კარგად ითამაშებს, თუ ამ მწვრთნელმა პირიქით არ შეუშალა ხელი).