სერბეთი VS საქართველო - გამოსამშვიდობებელი?

AutoSharing Option
დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპულ საკვალიფიკაციო ციკლში ბოლო მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი D ჯგუფის დასკვნითი, X ტურის შეხვედრას სტუმრად ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

თამაში "ცრვენა ზვეზდას" არენაზე - რაიკო მიტიჩის სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

- [ალეკო კაკაურიძე სერბეთიდან] წნეხის გარეშე

საქართველოს ნაკრები სერბეთის დედაქალაქში 8 ოქტომბერს, ჩარტერული რეისით ჩავიდა. ეროვნულმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 23 ფეხბურთელით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. სფფ-ის
პრესსამსახურის ცნობით, ეროვნულ გუნდში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

- საქართველოს ნაკრებმა ბელგრადში ივარჯიშა [VIDEO]

მატჩის წინა დღეს ვლადიმირ ვაისმა და გიორგი მერებაშვილმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. სლოვაკი მწვრთნელის თქმით, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა შესარჩევი ციკლის 9 მატჩიდან 5 ფრედ დაასრულა და 4 დათმო, გააგრძელებს თუ არა საქართველოს ნაკრებში მუშაობას, სერბეთთან თამაშის შემდეგ გადაწყვეტს.

- ვლადიმირ ვაისი: სერბეთთან მატჩის შემდეგ ვიტყვი "ჰოს" ან "არას"
- გიორგი მერებაშვილი: ჩვენ გამარჯვება არ გვაქვს, ვეცდებით, ნავსი გატყდეს

დღესვე D ჯგუფში პარალელურად კიდევ ორი შეხვედრა ჩატარდება. უელსის ნაკრები ირლანდიას მიიღებს, ხოლო მოლდოვაში სათამაშოდ ავსტრია ჩავა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ჯგუფში ჩატარებულ 9 მატჩში 5 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ჯგუფს 18 ქულით სერბეთი ლიდერობს, უელსს 17 ქულა აქვს, ირლანდიის ნაკრები კი 16 ქულით მესამე ადგილზეა.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია).
მკითხველის კომენტარები / 34 /
ერთი თეთრი არ მქონდა და სერბეთის გამარჟვებით კი გვარიანად მოვიდე
goCi
09:43 10-10-2017
1
როგორ მოვიგებთ თამაშს, ნაკრების
მწვრთნელი თავისას როცა არ იშლის,
გოლები ვისაც გააქვს, არ იწვევს,
სამაგიეროდ იწვევს დვალიშვილს.
ალეკო
22:25 09-10-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული