თამაშის პირველ ნახევარში ორივე გუნდი ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ ამ კომპონენტში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა და ბურთის ფლობა 53% ჰქონდა.
რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, მე-17 წუთზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ვაკო გვილიამ მეტოქის კარში ზუსტად პირველად დაარტყა და სტოიკოვიჩმა სეივი მიითვალა. მეორე ზუსტი დ
მატჩის 37-ე წუთზე, მეკარესთან ერთი- ერთზე გასულმა გიორგი ქვილითაიამ დარტყმას დრიბლინგი არჩია და მეტოქის მცველებმა ბურთის ართმევა ადვილად მოახერხეს. საბოლოოდ ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო. პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა.
ვლადიმირ ვაისმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო:
მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი, გვილია, კანკავა (კ), აბურჯანია, ყაზაიშვილი, ქვილითაია, ჯიღაური.