ვლადიმირ ვაისი: თუ გოლი არ გაიტანე, თამაშს ვერ მოიგებ

AutoSharing Option
სერბეთთან დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

9 ოქტომბერს გამართულ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში სერბეთის ნაკრებმა ბელგრადში საქართველოს ეროვნულ გუნდს მინიმალური ანგარიშით სძლია - 1:0.

- სერბეთი-საქართველო 1:0 - კარგად ვითამაშეთ... სერბების ნერვებზე [VIDEO]
- სლავოლიუბ მუსლინი: საქართველომ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ

- ვულოცავ მოწინააღმდეგეს წარმატებას. სერბეთი ჯგუფში საუკეთესო გუნდი იყო. ჩვენი გუნდი დღეს ფანტასტიკური გახლდათ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი ხარისხი გვჭირდება. ასეთ სიტუაციაში თამაში ადვილი არაა. გოლის
გარეშე ვერ მოიგებ. მჯერა, ვითარებას გამოვსწორებთ.

- რას ელოდით სერბეთის ნაკრებისგან?

- სერბეთი შესანიშნავი გუნდია. მას ჰყავს ევროპული მასშტაბით გამორჩეული ფეხბურთელები - მატიჩი, ტადიჩი, კოლაროვი... ამ ფეხბურთელებისათვის შეიძლება ბოლო შანსი იყოს მომავალი მუნდიალი. კარგად ვითამაშეთ ნახევარდაცვაში, თუმცა გოლი კონტრშეტევაზე გავუშვით.

მადლობა ჩვენს მეკარეს, მან ფანტასტიკურად ითამაშა. გუნდს მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა. ჩვენ კარგი ნაბიჯი გადავდგით წინ. ესაა ძალიან ახალგაზრდული გუნდი. ვფიქრობ, მას კარგი მომავალი ექნება.

- საქართველოს ნაკრების მომავალზე რას იტყვით და თქვენს როლზე ამ მომავალში?

- ან ჰოს ვიტყვი და დავრჩები, ან არას. შევხვდები ფედერაციის ხელმძღვანელობას. მე ძალიან კარგი გუნდის მწვრთნელი ვარ, ისინი ყველა ეპიზოდში ბოლომდე იხარჯებიან.

ჩემთვის აუხსნელია, ჯაბა კანკავა როგორ მოემზადა ასეთ მაღალ დონეზე ინდივიდუალურად. ჩემთვის დაუჯერებელია, რომ ასეთი ფეხბურთელი დღეს უგუნდოდაა.

- რას იტყვით აბურჯანიას, ხოჭოლავასა და ჯიღაურის შესახებ?
- ყველა ფეხბურთელი, ვინც დღეს ითამაშა, არის ჩვენი ფეხბურთის მომავალი. არ იყო ამ მოთამაშეებისათვის იოლი დღეს სასტარტოში მოხვედრა. ყველამ კარგად გაართვა თავი ამოცანას.

- იყო თუ არა ეს თქვენი გუნდის საუკეთესო თამაში და რატომ თამაშობს საქართველო უკეთესად გასვლაზე, ვიდრე შინ?
- თუ სერბეთთან საშინაო მატჩს გავიხსენებთ, იქ კარგად დავიწყეთ და ანგარიში გავხსენით. სულ გვაკლია წამყვანი მოთამაშეები და დღესაც ასე იყო. ანანიძე, ოქრიაშვილი და მჭედლიძე არ გვყავდა - ეს ძალიან დიდი ძალაა.
მკითხველის კომენტარები / 43 /
ბაბუაჩემი 87 წლისაა და 15 წელია წნევები აქ ვერაფერი ვუშველეთ თურმე წამლები არ შველის ამ საქმეს მეზობელმა თქვა და ექიმზე მეტი არ ეცოდინება ნეტაა?
დამთხვევაააა?არა მგონია
11 ოქტომბერი 2017 13:21
0
გუშინ "სასტავი" ჩამოგიწერე,
ტაქტიკურ ნახაზ მეგონა სძლევდი,
მაგრამ აიღე და დააყენე (4-5-1),
რაღა გიშველო,ვერაფერს გეტყვი.

(ა ვაისს ტაქტიკაც და სასტავიც 4-2-4 სისტემით !!?? აი შემადგენლობაც იმ ფეხბურთელებიდან ვინც მანდ გყავს: მეკარე-მაკარიძე, მარცხენა მცველი-ხოჭოლავა(მეორე ტაიმში ნავალოვსკი), ცენტრები-კვირკველია და კაშია, მარჯვენა მცველი-კაკაბაძე, ნახევარ დაცვა მარცხნივ მერებაშვილი, მარჯვნივ ჯიღაური (მეორე ტაიმში ჭანტურია), შუაში- კანკავა,გვილია(მეორე ტაიმში ყაზაიშვილი),თავდასხმა-სხირტლაძე ქვილითაია.)

(აგერ სასტავიც ჩამოგიწერე,
ტაქტიკურიც გაქვს ნახაზი ხელში,
თუ ივარგე და გამოიყენე,
დღეს შენ ნიჩიას შეჰქმნი სერებეთში.)
poeti
11 ოქტომბერი 2017 03:14
0
ვაისი წავა გუგავა მოვა და აი მაშინ გვეშველება.
ოთარი
10 ოქტომბერი 2017 22:59
2
ვაისი თუ დარჩება...უნდა იცხოვროს საქათველოში როგორც რაგბის მთავარი მრწთვნელი ბატ. ჰეიგი,შეიქმნას საბჭო სდაც დასწრება იქნება თავისუფალი და თვეში ეთხელ. პირველი წყაროდან ანუ ფეხბურთის ქომგებისგან მოისმენს ყველა მოსაზრებას,
ფეხბურთი ბიზნესია დაფუძნებული პატრიოტიზმზე,ფული არარი საკმარისი საკართველოში მაგრამ არის ნიჭი რაც საქართველოში ბევრია ....ორგანიზება
LEONARDO
10 ოქტომბერი 2017 20:21
0
Vaisi unda darches ori azri araa da unda wavides ramdenime fexburteli vabshe fexburtidan
Anichks
10 ოქტომბერი 2017 15:27
4
ეს ბიჭები ხომ იმ შავბნელი საქარტველოს შვილებია;უჭმელი,უსმელი,უმოედნოთ,უბოუცოდ....მოდის ახალი თაობა და საქართველო იტყვის თავის სიტყვას,,, გახადეთ ფეხბურთი უფასო
LEONARDO
10 ოქტომბერი 2017 15:17
0
დატოვეთ ვაისი, არ შეიძლება ყოველ სეზონზე მწვრთნელი იცვლებოდეს და ეგეთმა გუნდმა შედეგს მიაღწიოს თან იმ რესურსით რაც ნაკრებს აქვს ფეხბურთელების სახით!!! ეს კაცი გაერკვა ასე თუ ისე ამ ნაკრების ხასიათში და გაისად უკეთესი შედეგი ექნება. ვინც წერთ იმას რომ ეს კაცი გასაშვებია და მწვრთნელს აბრალებთ ყველაფერს შეცდომათ უშვებთ...
simartle!
10 ოქტომბერი 2017 14:52
4
ვაისმა ფეხბურთელებს დავალებები გაატანოს პროგრამის სახით და ვინც ვერ შეასრულებს ნაკრებს არ გააკაროს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება პროგრესი.
გუჯა კახაძე
10 ოქტომბერი 2017 15:32
2
სად ნახეთ ქართველნო პროგრესი,ეს ხომ რეგრესია როცა ერთ თამაშს ვერ მოიგებ,რატომ დავჩაჩანიკდით ესე რომ სიმართლეს ვერ ვამბობთ და ფედერაციას კარისკენ რატომ არ ვუშებთ,და პასუხს როდის მოვტხოვთ,მათ ხომ მიზანი ვერ შეასრულეს და მხოლოდ დიდ ხელფასებს იღებენ,ვაისის დანიშვნით მათ ფეხბურთი დაასამარეს.
სამშობლოს და ენის დამფასებელი
10 ოქტომბერი 2017 14:37
1
-ვინც ნაკრებს აქებს და ვაისს(ე.წ. ფეხფედერაციას) კოჭს უგორებს ფეხბურთის ანა-ბანა არ იცის. გოლის გატანას გამართული ტაქტიკა და შემსრულებლები ჭირდება.
z.
10 ოქტომბერი 2017 14:30
1
თან რა მაგარი სიბრძნე გადმოაფრქვია , თუ ვერ გაირტან ვერ მოიგებ და დააკვირდით , სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები ( კონტრაქტს რომ უდებდნენ მაშინ, თითქოს მაშინ არ იცოდა )
კახაბერი
10 ოქტომბერი 2017 20:48
0
ar dablokot.aq memgoni specialurad uzit vaisas wasvlas vinc itxov,im komentarebistvis wun mdeblebi.erti mizezi damisaxelet ratom unda darches vaisi da iqneb mec tqvens azzrze davdge.chemiazrit ki unda wavides da ai ratom:arcerti mogebuli tamashi,araswori shecvlebi,araswori taqtika,arasworsd gamozaxebuli pexburtelebi,amyvelapris mizezi ki aris misi mxilod tamashebis win wamosvla,.)
euhh
10 ოქტომბერი 2017 13:37
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული