ვლადიმირ ვაისი: თუ გოლი არ გაიტანე, თამაშს ვერ მოიგებ

AutoSharing Option
სერბეთთან დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

9 ოქტომბერს გამართულ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში სერბეთის ნაკრებმა ბელგრადში საქართველოს ეროვნულ გუნდს მინიმალური ანგარიშით სძლია - 1:0.

- სერბეთი-საქართველო 1:0 - კარგად ვითამაშეთ... სერბების ნერვებზე [VIDEO]
- სლავოლიუბ მუსლინი: საქართველომ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ

- ვულოცავ მოწინააღმდეგეს წარმატებას. სერბეთი ჯგუფში საუკეთესო გუნდი იყო. ჩვენი გუნდი დღეს ფანტასტიკური გახლდათ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი ხარისხი გვჭირდება. ასეთ სიტუაციაში თამაში ადვილი არაა. გოლის
გარეშე ვერ მოიგებ. მჯერა, ვითარებას გამოვსწორებთ.

- რას ელოდით სერბეთის ნაკრებისგან?

- სერბეთი შესანიშნავი გუნდია. მას ჰყავს ევროპული მასშტაბით გამორჩეული ფეხბურთელები - მატიჩი, ტადიჩი, კოლაროვი... ამ ფეხბურთელებისათვის შეიძლება ბოლო შანსი იყოს მომავალი მუნდიალი. კარგად ვითამაშეთ ნახევარდაცვაში, თუმცა გოლი კონტრშეტევაზე გავუშვით.

მადლობა ჩვენს მეკარეს, მან ფანტასტიკურად ითამაშა. გუნდს მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა. ჩვენ კარგი ნაბიჯი გადავდგით წინ. ესაა ძალიან ახალგაზრდული გუნდი. ვფიქრობ, მას კარგი მომავალი ექნება.

- საქართველოს ნაკრების მომავალზე რას იტყვით და თქვენს როლზე ამ მომავალში?

- ან ჰოს ვიტყვი და დავრჩები, ან არას. შევხვდები ფედერაციის ხელმძღვანელობას. მე ძალიან კარგი გუნდის მწვრთნელი ვარ, ისინი ყველა ეპიზოდში ბოლომდე იხარჯებიან.

ჩემთვის აუხსნელია, ჯაბა კანკავა როგორ მოემზადა ასეთ მაღალ დონეზე ინდივიდუალურად. ჩემთვის დაუჯერებელია, რომ ასეთი ფეხბურთელი დღეს უგუნდოდაა.

- რას იტყვით აბურჯანიას, ხოჭოლავასა და ჯიღაურის შესახებ?
- ყველა ფეხბურთელი, ვინც დღეს ითამაშა, არის ჩვენი ფეხბურთის მომავალი. არ იყო ამ მოთამაშეებისათვის იოლი დღეს სასტარტოში მოხვედრა. ყველამ კარგად გაართვა თავი ამოცანას.

- იყო თუ არა ეს თქვენი გუნდის საუკეთესო თამაში და რატომ თამაშობს საქართველო უკეთესად გასვლაზე, ვიდრე შინ?
- თუ სერბეთთან საშინაო მატჩს გავიხსენებთ, იქ კარგად დავიწყეთ და ანგარიში გავხსენით. სულ გვაკლია წამყვანი მოთამაშეები და დღესაც ასე იყო. ანანიძე, ოქრიაშვილი და მჭედლიძე არ გვყავდა - ეს ძალიან დიდი ძალაა.
მკითხველის კომენტარები / 43 /
ვაისი დარჩება პეტრე თუ პავლე ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.რაც ჭირდება ეს უკვე ფულიანმა "პატრიოტებმა" უნდა იკისრონ,მაგრამ ეს ხომ გრძელვადიანი ბიზნესია.
ფეოლა
10 ოქტომბერი 2017 13:13
3
დატოვეთ ეს კაცი. ამაზე კაი ვარიანტი ეხლა ჩვენ პირობებში არა მგონია ვინმე გამოჩნდეს.პროგრესი აშკარაა თამაშიდან თამაშამდე. არ დაიშუროთ არაფერი თუ რამე გვინდა და თუ არ გვინდა და წავიდეს თავის გზაზე მაგ კაცს ჰაერში გაუფორმებენ კონტრაქტს
კახა
10 ოქტომბერი 2017 13:06
4

პროგრესი როგორ არის, როცა ორ ფრეს , ორი წაგება მოაყოლა?! აი თუნდაც პირიქით რომ ყოფილიყო მაშინ კი ბატონო.
10 ოქტომბერი 2017 13:59
2
ძალიან კარგად ითამაშეს მადლობა არაფრით არ ჩამოუვარდებოდით მეტოქეს ზოგჯერ ვჯობნიდიტ კიდეც მომავლის გუნდია
joni
10 ოქტომბერი 2017 12:59
4
მონდომება არ აკლიათ უბრალოდ მეტი არ შეუძლიათ, მე უფრო მეცოდებიან, როგორც ასწავლეს ისე თამაშობენ, არადა ახალგაზრდები კიდევ უფრო უარესები არიან. მოკლედ ცუდად არის საქმე, თუ ჩვენმა გუნდმა მაგ. დინამომ რომელიც ძირითადად ნაკრებით იქნება დაკომპლექტებული არ მიიღო სხვა ქვეყნის პირველობაში მონაწილეობა მაგ. უკრაინის ან სხვა ქვეყნის (რუსეთს არ ვგულისხმობ არ დამეტაკოთ) მთლიანად ჩამოიშლება ქართული ფეხბურთი ერთ ორ წელიწადში
zmo
10 ოქტომბერი 2017 12:36
0
ფეხბურთზე ხელი მაქვს უკვე ჩაქნეული და ვაისი კიარა ნათელაშვილი დანიშნეთ თუ გინდათ მწვრთნელად მაგრამ ხო მშვიდობა გაქვთ? რეებს იძახით! რა პროგრესი სად ხედავთ პროგრეს? 5 ქულით და მოგების გარეშე დავამთავრეთ შესარჩევი, ასეთი ცუდი შედეგი ნაკრებს მისი არსებობის ისტორიაში არ ქონია. ან სერბეთზე და ირლანდიაზე საერთოდ რატომ საუბრობთ, ვინ თხოვს ვაისს სერბეთან მოგებას, ჩვენზე ძლიერები არიან და მოგვიგეს მაგრამ მოლდოვას ორი თამაშიდან ვეტცერთს რო ვე მოუგებ რა არის სასაუბრო. ამ ყველაფრის მერე ტიპი გამოდის და იახის რავი მთცოვენ დარჩენას მოვიფიქრებ და გეტყვით რას ვიზავო ))))) წარმატებები საქართველოს ნაკრებს !!!
ლაშა
10 ოქტომბერი 2017 12:14
2
ნეტავ გუგავა არ მოვა?
სოსო
10 ოქტომბერი 2017 18:08
0
შენ აშკარად არ ადევნებ ნაკრების თამაშებს თვალს, ამას იმიტომ წერ...
givi
10 ოქტომბერი 2017 14:54
1
მადლობა კარგი თამაშისათვის! ასეთი დალაგებული თამაში, ჩვენების შესრულებით, კარგი მომავლის იმედს ტოვებს. სპრინტები და კარში დარტყმა გააუმჯობესონ და მაშინვე ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით!
გუჯა კახაძე
10 ოქტომბერი 2017 11:59
9
kutxurebis raodenoba iyo 10:0ze.es ambobs yvelapers chvens gushindel sauketeso tamashze
euhh
10 ოქტომბერი 2017 11:43
3
ქართული ფეხბურთი კლდიდან არის გადაჩეხილი,მრცხვენია რომ ჩემი ქვეყნის ნაკრები საფეხბურთო "გრუშა" გახდა.
ზურა
10 ოქტომბერი 2017 11:39
2
იმედია თუ კიდე დარჩება ეს ნაკრებში მიხვდა რომ პირველი მეკარე მაკარიძეა და არა ლორია!!!
დინამო
10 ოქტომბერი 2017 11:23
0
unda wavides abara,ro gadavxedot shemadgenlobas rafexburtelebi da raklubebahi motamashebi fexburtelebi gvyavda da serbebs belgradshi ro ver damarcxeb ramwvrtnelia?
romandro
10 ოქტომბერი 2017 11:19
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული