ვლადიმირ ვაისი: თუ გოლი არ გაიტანე, თამაშს ვერ მოიგებ

AutoSharing Option
სერბეთთან დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

9 ოქტომბერს გამართულ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში სერბეთის ნაკრებმა ბელგრადში საქართველოს ეროვნულ გუნდს მინიმალური ანგარიშით სძლია - 1:0.

- სერბეთი-საქართველო 1:0 - კარგად ვითამაშეთ... სერბების ნერვებზე [VIDEO]
- სლავოლიუბ მუსლინი: საქართველომ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ

- ვულოცავ მოწინააღმდეგეს წარმატებას. სერბეთი ჯგუფში საუკეთესო გუნდი იყო. ჩვენი გუნდი დღეს ფანტასტიკური გახლდათ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი ხარისხი გვჭირდება. ასეთ სიტუაციაში თამაში ადვილი არაა. გოლის
გარეშე ვერ მოიგებ. მჯერა, ვითარებას გამოვსწორებთ.

- რას ელოდით სერბეთის ნაკრებისგან?

- სერბეთი შესანიშნავი გუნდია. მას ჰყავს ევროპული მასშტაბით გამორჩეული ფეხბურთელები - მატიჩი, ტადიჩი, კოლაროვი... ამ ფეხბურთელებისათვის შეიძლება ბოლო შანსი იყოს მომავალი მუნდიალი. კარგად ვითამაშეთ ნახევარდაცვაში, თუმცა გოლი კონტრშეტევაზე გავუშვით.

მადლობა ჩვენს მეკარეს, მან ფანტასტიკურად ითამაშა. გუნდს მხოლოდ მადლობა შემიძლია ვუთხრა. ჩვენ კარგი ნაბიჯი გადავდგით წინ. ესაა ძალიან ახალგაზრდული გუნდი. ვფიქრობ, მას კარგი მომავალი ექნება.

- საქართველოს ნაკრების მომავალზე რას იტყვით და თქვენს როლზე ამ მომავალში?

- ან ჰოს ვიტყვი და დავრჩები, ან არას. შევხვდები ფედერაციის ხელმძღვანელობას. მე ძალიან კარგი გუნდის მწვრთნელი ვარ, ისინი ყველა ეპიზოდში ბოლომდე იხარჯებიან.

ჩემთვის აუხსნელია, ჯაბა კანკავა როგორ მოემზადა ასეთ მაღალ დონეზე ინდივიდუალურად. ჩემთვის დაუჯერებელია, რომ ასეთი ფეხბურთელი დღეს უგუნდოდაა.

- რას იტყვით აბურჯანიას, ხოჭოლავასა და ჯიღაურის შესახებ?
- ყველა ფეხბურთელი, ვინც დღეს ითამაშა, არის ჩვენი ფეხბურთის მომავალი. არ იყო ამ მოთამაშეებისათვის იოლი დღეს სასტარტოში მოხვედრა. ყველამ კარგად გაართვა თავი ამოცანას.

- იყო თუ არა ეს თქვენი გუნდის საუკეთესო თამაში და რატომ თამაშობს საქართველო უკეთესად გასვლაზე, ვიდრე შინ?
- თუ სერბეთთან საშინაო მატჩს გავიხსენებთ, იქ კარგად დავიწყეთ და ანგარიში გავხსენით. სულ გვაკლია წამყვანი მოთამაშეები და დღესაც ასე იყო. ანანიძე, ოქრიაშვილი და მჭედლიძე არ გვყავდა - ეს ძალიან დიდი ძალაა.
მკითხველის კომენტარები / 43 /
მართალი ხარ, ძმაო. აშკარად დააგვიანა ვაისმა შეცვლები. ჭანტურიასი რა მოგახსენო, მაგრამ ზოგადად ცოტა ადრე რო, გაეკეთებინა იგივე შეეცვლები შეიძლება გაგვეძლო. მაგრამ ბურთის გამტანი არავინ იყო და გოლის გარეშე ვერ მოიგებო - მართალია ის კაცი.
kurts kurtis-ს
10 ოქტომბერი 2017 11:01
1
ვაისი არ უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი ცხადია
ლაშა
10 ოქტომბერი 2017 11:00
17
აქ ვინც ნეგატიურ კომენტარებს წერთ, დიდი ეჭვი მაქვს რომ თამაში საერთოდ არ გიყურებიათ. და თუ გიყურებიათ - ფეხბურთი გესმით, საერთოდ? სერბეთის დონის გუნდს რომ ტოლებივით ეთამაშნენ ფანტასტიურია აბა რა არის. თავდამსხმელი არ გვყავს სამწუხაროდ, თორე მოვიგებდით კიდეც თამაშს. ძალიან მაგრად ითამაშა თავდაცვამ და ნახევარდაცვამ.

ის ისტერიული თმების გაჩეჩვა არაა საჭირო. დაფასება უნდა ბიჭების თავდადებას თორემ რაც არის ისიც აღარ იქნება.
ფეხბურთის ფანატი
10 ოქტომბერი 2017 11:00
5
გეხვეწები მითხარი ტოლად თამაში სად დაინახე? მეორე ტაიმში ჩვეულებრივად როგორც მოინდომებდნენ ისე გვიტევდნენ გაიტანეს და შეგვეშვენ...
ისე ხო თუ რამე გვაქ სამაყო ნაკრებში, მეკარებით ვიამაყოთ. ისინი თუ დასრულებენ თამაშს ასე მცირე ანგარიშით :D
1.2
10 ოქტომბერი 2017 13:15
4
სერბეთის ნაკრებთან გამოჩნდა რომ საქართველოს ნაკრები არის გუნდი.გუშინ რაც ითამაშეს ჩემი აზრით არის ამ ნაკრების მაქსიმუმი.რეალობა და უბედურება იმაშია რომ ჩვენი საუკეთსეო თამშით ვაგებთ მინიმალურად,ან ვთამამაშობთ ფრედ. თუ ვინმეს აქვს ილუზია რომ ამ ფორმაციის ნაკრები ამაზე უკეთეს შედეგს დადებს ის ძალიან ცდება.
jino7
10 ოქტომბერი 2017 10:49
7
საქართველოს ამ შეხვედრაში აკლდა შეტევაში სიმწვავე. რეალურად დღეს საქართველოს შეტევაში ყავს 3 ფეხბრთელი რომელთაც შეუძლიათ გოლის შექმნა და გატანა.ესაა ყაზაიშვილი,ანანიძე და ოქრიაშვილი.ამათგან დღეს იყო მხოლოდ ყაზაიშვილი, რომელიც რათქმაუნდა ყველაზე კარგი იყო შეტევაში, მაგრამ მისი პარტნიორები სამწუხაროდ მისი ნახევარი კლასისაც არ არიან და ამიტომ ვერ გავიტანეთ გოლი. ჯანოს და ოქრის გამოჯამრთელების შემდეგ ჩვენი გუნდი ნებისმიერი გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. ამ თამაშში მადლობა ბიჭებს თავგანწირული თამაშისათვის. აღსანიშნავია კანკავას მართლა ლომივით ბრძოლა. მადლობა კაპიტანო! პერსპექტივა ნამდვილად ჩანს!
kika
10 ოქტომბერი 2017 10:49
3
მერე ქვილითაის იმედძე იყო.ინტუიცია ღალატობს ვაის და კიდო გუნდი ფიზიკაში ძალიან სუსტია!
გოგი ქუთაისელი
10 ოქტომბერი 2017 10:47
2
არ მისცეთ ამხელა ხელფასი ფეხბურთელებს.... იყიდიან მანქანებს, გაიცნობენ გოგოებს მერე სვამენ თავში უვარდებათ და კი ვხედავთ რაც ხდება...
KING
10 ოქტომბერი 2017 10:41
4
რაც ვაისი მოვიდა დაეტყო გუნდს იმხრივ რო დისციპლინა ისცავლეს კონტროლი ბურტის და უმისამართოდ არ იგერიებენ, და ჩვენი ერტადერთი დიდი მინუსი ისაა რომ ვერ დზლებენ ფეხბურტელები 90 წუტს, და კიდე ვაისის მინუსი დზაან აგვიანებს ცვლილებებს, მაგალითად ჭანტურია ერთ 20 წუთს ითამაშებს დზან კარგად უნა შეეყვანა 65 წუტიდან და უპრო კარგი იქნებოდა შეტევა, სადაც ოქრი ჯანო არარიან მანდ ახლა ჭანტურია უნა იყოს სასტარტო არა მაგრამ შეცვლაზე მაინც უნა გამოეყვანა
achi
10 ოქტომბერი 2017 10:39
1
ცხადაძე ერთს მაინც მოიგებდა. ეხლა კონტრაქტი გავუხანგრძლივოთო ათ თამაშში ერთი ვერ მოიგობდა კონტრაქტს უხანგრძლივებენ ეგეთი მხოლოდ საქართველოში ხდება. ჭანტურია სკამზე დასვა ვინც რაღაცას წვალობს და ტექნიკა აქვს და გამოიყვანა საუკუნის უთამაშებლები ქვილითაიას ბოლოს სიარულიც აღარ შეეძლ ისე დაიღალა
ტოტი
10 ოქტომბერი 2017 10:33
7
ჭანტურიას ნაკრებში კი არა უბანშიც არ ვათამაშებდი ისეთი ცუდი ფეხბურთელია, დისციბლინა და გუნდურობის თემიდან ძალიან შორს არის...
givi
10 ოქტომბერი 2017 14:58
0
ფედერაცია! ფული სად არის ფული?300მილიონი რა უყავით?
888
10 ოქტომბერი 2017 10:29
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული