სლავოლიუბ მუსლინი: საქართველომ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან გამართული მატჩის შემდეგ სერბეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა სლავოლიუბ მუსლინმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

9 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში სერბეთის ნაკრებმა ბელგრადში საქართველოს ეროვნულ გუნდს მინიმალური ანგარიშით სძლია - 1:0.

- სერბეთი-საქართველო 1:0 - კარგად ვითამაშეთ... სერბების ნერვებზე [VIDEO]

"ჩვენ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. შედეგი ერთიანობამ მოგვიტანა. მძიმე თამაში იყო. მეტოქემ უკეთ ითამაშა, ვიდრე ჩვენ. ვულოცავ ჩემს ყველა ფეხბურთელს.

ბევრს არ სჯეროდა სერბეთში, რომ შევძლებდით მუნდიალზე გასვლას. ბევრი მიწუნებდა ზედმეტ სიმკაცრეს. გუნდი ბოლომდე ამყვა და შედეგიც
სახეზეა.

მინდა მივულოცო ჩემი გუნდის ყველა წევრს. თქვენ ხედავთ, როგორ უჭირთ გრანდებს მუნდიალზე გასვლა. ჩვენი ეს წარმატება დამსახურებულია".
მკითხველის კომენტარები / 5 /
შენ რომელ თამაშს უყურე? ბადეები არ დაგვიხევია მაგრამ არც ცალკარა ყოფილა
oeee
11:42 10-10-2017
4
გვეღადავება ტიპი. ცალკარა გვეთამაშნენ და მეტოქემ უკეთ ითამაშაო (ალბათ 5:0-ს გეგმავდნენ და ეგ იგულისხმა)
Dato
10:46 10-10-2017
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული