"საქართველოს ეროვნული ნაკრების შედეგი აბსოლუტურად მიუღებელია. ის, რომ შესარჩევი დავასრულეთ მოგების გარეშე, ძალიან ცუდია. მე ვერ შევძლებ ავხსნა, რა მოხდა. ფაქტია, რომ თამაში ვერ მოვიგეთ და შესაბამისად, მოგების გრაფაში გვიწერია 0.
პირველი მე ვარ ალბათ, ვისთვისაც მიუღებელია ასეთი შედეგი და ამ ყველაფერზე გული მწყდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულშემატკივართა უმრავლესობა დამეთანხმება, რომ სხვა გუნდი არის მოედანზე და არც ერთ მატჩში მოწინააღმდეგეზე
ეს არის გუნდი, რომელიც ბოლომდე იხარჯება, ფეხბურთს თამაშობს და ამ შესარჩევში მაღალი სათამაშო ხარისხი აჩვენა. ამას აღნიშნავს ყველა, მოწინააღმდეგეთა მწვრთნელები, მოთამაშეები და გაცილებით სხვა დამოკიდებულებაა ჩვენი გუნდის მიმართ.
მე არ ვიძახი, რომ ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა. რასაკვირველია, ჰქონდა შეცდომები, როგორც ჩვენ, როგორც ფეხბურთელებს და ისევე, როგორც ყველას.
შეცდომები რომ არ დაგვეშვა, სხვა შედეგი გვექნებოდა, ამას არავინ არ გაურბის.
რის გამო ახდენს მწვრთნელი ყოველთვის ცვლილებას? რაღაციდან გამომდინარე ხდება, ხომ? ერთადერთი თამაში, სადაც ჩვენს ნაკრებს ყველა წამყვანი ფეხბურთელი, ვისზეც არის დაფუძნებული ჩვენი გუნდი, კარდიფში უელსთან მატჩში გვყავდა. მაშინ ერთადერთი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გვაკლდა. ყველა სხვა მატჩში იყო შემადგენლობაში პრობლემები.
მწვრთნელს როდესაც ფეხბურთელები აკლია, ეძებს სხვადასხვა ვარიანტს. ყველა თამაშში გვიწევს ცვლილებების განხორციელება. აქედან გამომდინარე, რაღაც ამართლებს და რაღაცა ვერა.
იგივე მოლდოვაში მოპოვებული ერთი ქულა ჩემთვის არ არის საკმარისი, რადგან 3 ქულა გვქონდა დაგეგმილი. პირველი ტაიმის შემდეგ, როცა მწვრთნელმა ჩათვალა, სხვა ტაქტიკით გვეთამაშა, ისიც რაღაც მიზეზიდან გამომდინარე, მეორე ტაიმში სულ სხვა ფეხბურთი ითამაშა გუნდმა. ანუ რისი თქმა მინდა, გუნდი თუ თამაშს იგებს, შესაბამისად, არც მწვრთნელი დააპირებს, შეცვალოს ფეხბურთელები.
ჩვენ ყველა თამაშის წინ გვაკლდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები, განსაკუთრებით, ბოლო ორი თამაში მინდა გამოვყო. ამ შეხვედრებში ძირითადი ბირთვი, ვინც რაღაცას ქმნის შეტევაში, გვაკლდა, რის გამოც მწვრთნელს უწევდა რაღაც ცვლილებების განხორციელება.
ჩვენ ახალ კონტრაქტზე დაწყებული გვაქვს დიდი ხანია, ვლადიმირ ვაისთან საუბარი. ეს არ ხდება ერთ დღეში, ორივე მხარე ფიქრობს რაღაცებზე, თუნდაც ფინანსურ დეტალებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე ძალიან ახლოს ვართ იმასთან, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდეს.