ლუკას ჰუფნაგელი: საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი სამუშაო ამ კომპონენტში გვაქვს

AutoSharing Option
23 წლის ლუკას ჰუფნაგელს არასოდეს დაავიწყდება სერბეთთან მინიმალური ანგარიშით წაგებული ბელგრადული მატჩი. სწორედ ამ შეხვედრაში შედგა მისი ოფიციალური დებიუტი საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

დედით ქართველი და მამით გერმანელი ჰუფნაგელი ამ დროისათვის მეორე გერმანული ბუნდესლიგის "ნიურნბერგში" თამაშობს, რომელიც ელიტაში აღზევებას ცდილობს.

მან ჯერ კიდევ წლების წინათ მოირგო საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მაისურა. მისწრაფება, ეთამაშა საქართველოს ეროვნულ გუნდში, მით უფრო დასაფასებელია, რომ დღეისთვის არაერთი ქართველი ფეხბურთელი, უცხო ქვეყანაში რომ აღიზარდა, არ თანხმდება ჩვენი ნაკრების მაისურით თამაშს და ეს მათი საქმეა...

ჰუფნაგელის პროფესიულ კარიერაში
პირველი კლუბი "უნტერჰახინგი" იყო. ამას მოჰყვა "ფრაიბურგში" გატარებული პერიოდი. საინტერესოა, რომ ის დღესაც ამ კლუბის კუთვნილებაა და იჯარით თამაშობს "ნიურნბერგში"...

მე კი, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, თვალწინ მიდგას 2010 წელი, როცა კობა ჟორჟიკაშვილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში მიიწვია. არ მოვერიდები ამ ეპითეტის გამოყენებას - მაშინ ჰუფნაგელმა მართლაც რომ შესანიშნავად, საიმედოდ ითამაშა მოედნის ცენტრში. ეგაა, ზოგიერთმა ჩვენმა გულშემატკივარმა მას ეფექტურობა დაუწუნა - აქაოდა, ერთბაშად რამდენიმე კაცს ვერ ატყუებს, მაღალტექნიკური არ არისო...

ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც ყველა კითხვას ყველაზე კარგად დრო სცემს პასუხს. დღეს ჰუფნაგელი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბში თამაშობს, მაშინ, როცა ბევრი იმდროინდელი "ვარსკვლავი", ვინც "ერთბაშად რამდენიმე კაცს ატყუებდა", დაკარგულია.

შეიძლება, ეს ქართული ფეხბურთის დღევანდელობითაც აიხსნას, მაგრამ მაინც...

"ლელო" გერმანიაში დაუკავშირდა ჰუფნაგელს და ინტერვიუ ჩაწერა, ამ საქმეში დიდი დახმარება გაგვიწია ფეხბურთელის დედამ, ქალბატონმა ფიქრიამ, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ "ნიურნბერგისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა...

- ბავშვობიდან დავიწყოთ. გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში. ადრეული ასაკიდანვე გსურდათ, ფეხბურთელი გამოსულიყავით?
- 4 წლის ასაკში ჩემს ძმასა და მეგობრებთან ერთად მეზობლად მდებარე პატარა საფეხბურთო მოედანზე ვთამაშობდი ფეხბურთს. 5 წლისამ საფეხბურთო კლუბ "მიბერსშოფენში" დავიწყე თამაში. 7 წლის ვიყავი, როცა მიუნხენის "ბაიერნის" საფეხბურთო სკოლამ შემომთავაზა ხელშეკრულება. იქ 17 წლამდე ვითამაშე. სიმართლე გითხრათ, მანამდე არც კი მიფიქრია, პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი.

- მინდა, გაიხსენოთ პირველი მიწვევა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობაში. დიდხანს იფიქრეთ, სანამ არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ გააკეთებდით?
- რა თქმა უნდა, ის პერიოდი კარგად მახსოვს. კობა ჟორჟიკაშვილმა შემომთავაზა, მეთამაშა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში. არც მიფიქრია, ისე დავთანხმდი მის შეთავაზებას.

- რა იყო მთავარი ფაქტორი, რის გამოც ეს არჩევანი გააკეთეთ?
- ჩემთვის, როგორც ნახევრად ქართველისთვის, დიდი პატივი იყო და იქნება თამაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ღიმილით ვიხსენებ, 6 წლის ასაკში როგორ მივახარე დედას: თუ ფეხბურთელი ვიქნები, საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ-მეთქი...

- რამდენად ხშირად ახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას?
- ბავშვობაში ყოველ წელს, ზაფხულის არდადეგებისას 4-5 კვირით ვსტუმრობდი ბებიასა და ბაბუას, ნათესავებს...

სამწუხაროდ, ბოლო წლებში იშვიათად ვახერხებ საქართველოში ჩასვლას.

- უნდა გკითხოთ თქვენი კარიერის ამჟამინდელ ეტაპზე. რა თქმა უნდა, "ნიურნბერგი" ტრადიციული კლუბია. ოღონდ, ეგაა, იშვიათად გიწევთ თამაში ძირითად შემადგენლობაში. რამდენად ხართ კმაყოფილი ამ გუნდში ყოფნით?
- კმაყოფილი ვარ, რომ ვთამაშობ "ნიურნბერგში", მართლაც ერთ-ერთ ტრადიციულ გერმანულ კლუბში. აქ დიდი კონკურენციაა და ყოველ ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯები იმისთვის, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დავიმსახურო.

- საქართველოს ნაკრებში ოფიციალური დებიუტი სერბეთთან მატჩში გქონდათ. როგორი გრძნობა დაგეუფლათ, როცა მინდორზე გახვედით?
- როცა ფეხბურთელი ხარ და მინდორზე გადიხარ, ამ მომენტს ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია ახლავს. საქართველოს ნაკრების შემთხვევაში ეს ემოცია კიდევ უფრო მძაფრი იყო, თუმცა სასურველი იქნებოდა, მეტხანს მეთამაშა (იცინის).

- ზოგადად, როგორ მიგიღეს საქართველოს ნაკრებში?
- ძალიან კარგად. ენობრივი ბარიერის მიუხედავად, კომუნიკაციის პრობლემა არ მქონია. გუნდში ძალიან დადებითი მუხტია, რაც აიოლებს ახალი მოთამაშის ინტეგრირებას.

- საინტერესოა, რას ფიქრობთ საქართველოს ნაკრებზე? რაში უნდა მოვუმატოთ? რა არის ჩვენი მთავარი ღირსება?
- ზოგადად, საკმაოდ მაღალი დონეა გუნდში. ყველა მოთამაშე კარგადაა მზად ტექნიკურად და ფიზიკურად, თუმცა ვერ შევძელით საგოლე მომენტების გამოყენება და ვფიქრობ, სწორედ ამ კომპონენტში გვაქვს ყველაზე მეტი სამუშაო.

- უეფამ კიდევ ერთი შანსი მოგვცა ერთა ლიგის სახით, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. ან თუნდაც მომავალ ევროშესარჩევ ციკლზე რას ფიქრობთ?
- ერთა ლიგიდანაც და ევროშესარჩევიდანაც გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი. თუ ჩვენი ნაკრები კარგად მოემზადება და, ამასთან, შედარებით იოლი ჯგუფი გვერგება, ჩვენი შანსი გაიზრდება.

- ზოგადად, რას ნიშნავს საქართველო თქვენთვის?
- საქართველო ჩემთვის სამშობლოა, ბავშვობის უამრავი მოგონებით სავსე... ჩემი ოჯახი სამშობლოს სიყვარულის კარგ მაგალითს მაძლევს.

ბლიცი
- საყვარელი გუნდი, ნაკრები, ფეხბურთელი...
- თავისთავად, საქართველოს ნაკრები. მერე "ბაიერნი", გერმანიის ნაკრები და კრიშტიანო რონალდო. ისე, უნდა ვაღიარო, რომ ლეო მესი უკეთესი ფეხბურთელია.

- რამდენ ენას ფლობთ?
- გერმანულს, ინგლისურს, ესპანურსა და ფრანგულს. ქართულში უნდა მოვუმატო!

- საყვარელი ქალაქი?
- მიუნხენი და თბილისი.

- საყვარელი მწერალი, მომღერალი და მსახიობი?
- ჰერმან ჰესე, პოსტ მელოუნი, ლეონარდო დი კაპრიო.

- საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოები?
- "ტრამალის მგელი".

- ჰობი...
- მუსიკა, ცეკვა, სნოუბორდი, მთაში ლაშქრობა, მოგზაურობა...

- საქართველოში ყველაზე მეტად რა მოგწონთ?
- ოჯახის სიმყარე, მხიარული გარემო, გახსნილი ქართული ხასიათი...

- რას იტყვით ქართულ სამზარეულოზე?
- ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ქართული კერძები. ჩემი ფავორიტი ხინკალია.

- თქვენ და რეჟიმი...
- საუზმე, ვარჯიში კლუბთან ერთად, თან ხშირად - ორჯერ, საღამოს - განტვირთვა მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად.

- დაბოლოს, რას ეტყოდით ქართველ გულშემატკივარს?
- ვუსურვებ მოთმინებას. მათი ქომაგობა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე მწამს ქართული ფეხბურთის აღორძინების!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
მ.მ -"გერმანელი კაცი (მამით) ლიოვს უარს ეუბნებოდეს და საქართველოში მოდიოდეს...". თუ აეა, კი ბატონო, მაგრამ ასეთი რამ წარმოუდგენელია. როდის იყო ასეთი რამ და როდის? სიზმარში? სიზმარში ყველაფერი შეიძლება. გერმანიის ნაკრებში ამ ბიჭის ადგილს ნაღდად ვერ ვხედავ, ამ ეტაპზე მაინც.
ლადიკა
23 ოქტომბერი 2017 12:55
0
მ.მ-ს. შენი ამ "ჭკვიანური" ზრაზების გაცნობისას, ციტატა გაამახსენდა ერთი ქართული გამოთქმიდან -"რას მიაცვავ-მააცვავ, აააააააა".
მიხო
23 ოქტომბერი 2017 12:52
0
vaso-ს. ჯიქიას საკითხი, სამწუხაროდ უკვე გადაწყვეტილია. მან რუსეთზე გააკეთა არჩევანი და ითამაშა კიდევაც. რაც შეეხება ცვლილებებს შემადგენლობაში. აქ ბევრ რამეში გეტთნხმები, თუმცა ჯერ ვერ ვხედავ ჯანოსა და ოქრის, თუნდაც კანკავას დონის ფეხბურთელს, ვერც სიგ და ვერ ქვეყნის გარეთ. ასე რომ შენი მოსაზრება ბრეალობასთან ახლოა თუმცა რულყოფილება აკლია. წარმატებები ყველას, ვინც ქართულ ფეხბურთზე ფიქრობს და ზრუნავს.
soso
23 ოქტომბერი 2017 12:48
0
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს-ს. გრძელსახელიაონო. ჩვენი ნაკრების ბოლო თამაშებში ნარდად არ იგრძნობოდა ფიზიკური სისუსტეები. მარტთლს ამბობს ეს ახალგაზრდა კაცი. თუ ჩასაფრებული ხარ, სხვა საკითხია. ასე რომ....... ჩემს სეხნიას კი წარმატებებს უსურვებ.
luka
23 ოქტომბერი 2017 12:41
0
იქნებ ვინმემ მიპასუხოთ ფიზიკურად კარგ ფორმაში არიანო და ტემპს ვერ უძლებენ. იქნებ სირბილი ფიზმომზადებაში არ შედის და სხვა მწვრთნელის სამუშაოა?
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
23 ოქტომბერი 2017 11:29
0
ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს..... ნოემბრის ამხანაგურებიდან, რეალურად, სამართლიანობის გათვალისწინებით, შევქმნიდი ახალ გუნდს, რომელმაც 2019 წელს ევროპაზე უნდა მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას. აქ ვერ გავალზე ზედმეტია საუბარი. გავალთ და წინაც წავიწევტ, თუ... საბოლოოდ გავუშვებ გუნდიდან ლორია, კანკავა, ნავალა, დვალიშვილს. ამ ეტაპზე არ გამოვიძახებ გვილია, კვეკვესკირი, ჭანტურიას. ვერ გამოვიძახებ ჯანო, ოქრისა და მჭედლოს და მოვიყვანდი.. მაკარა, ჩოჩიშვილი, რევიშვილი, კაკაბაძე, ხოჭოლავა,დვალი,შერგელაშვილი,კვერკველია, კაშია, ტაბიძე და ლაკვეხელიანი. აბურჯანია, პაპუნაშვილი,ებრალიძე, არაბიძე, ბერიძე, ჭანტურიშვილი, ჰუფნაგელი, არაბული და ვაკო. სხირტლაძე, ს.ლობჟანიძე შერგელაშვილი , კაჭარავა და ქვილითაიას. აქედან უნდა გააკეთო რასკლადი და მიიGებ სამომავლო შეთამაშებულ გუნდს, 4-4-2 ან 4-5-1 სქემით, რადგან ლიგა ამის საშუალებას გვაძლევს. ეროვნულიდან არავის არ დავუძახებდი. ასეც იზამს იმედია ვაისი, თუ არ შეტენეს ეროვნულიდან გასაყიდი ფეხბურთელები. და უთამაშებელი ფეხბურთელი ნაკრებში, რა გვარისაც არ უნდა იყოს, არ უნდა გამოიძახონ და ეს არაა საწყენი. ამ ბიჭებიდან გამოიკვეთება ბირთვი, დანარჩენს კორექტირებას გაუკეთებ, შეიძლება ამპლუების შეცვლაც. მწვრთნელი უნდა იყოს მარტო მის გადაწყვეტილებებში და ქონდეს კატეგორიული მოთხოვნა ევროპაზე კარგი და შედეგიანი თამაშისა, რაც შესრულებადია. ასევე ფედერაციამ უნდა იმუშაოს მეკარე მახარაძესთან უკრაინაში, გოგიასთან გერმანიაში და ჯიქიასთან სპარტაკში. მე მთ თამაშებს რეგულარულად ვადევნებ თვალს და ძალიან მაგრები არიან, მენანება მათი დაკარგვა. არავინ არც კი იფიქროს, რომ ამ ბიჭებს არ უყვართ მისი ქვეყანა და სულით და ხორცით არ უნდოდეთ საქართველოს სახელით წარმატება, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. მხოლოდ ამ ბიჭებთან სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი, რადგან ჯიქიას რო გუნდში პრობლემა შეექმნება იასნია, გოგია გერმანიის მოქალაქეა და როგორი დასათმობია, აქაც ჩარევაა საჭირო, არაა ეგ მოუგვარებელი, არც მახარაძეა დასაკარგი, მეკარეებში პრობლემებია. 2 კაი მეკარე გინდა. აი ასე. ეს სამი უცხოელი ძალიან წაადგება ნაკრებს. მაქვს იმედი, რომ ვაისი და ფედერაცია აქეთ გადადგამს ნაბიჯს. ველოდებით ნოემბერში სერიოზულ ცვლილებებს. წარმატების მჯერა, მინდა ყოველ შემთხვევაში. გაიხარეთ და გაგვახარეეეთ.
vaso
22 ოქტომბერი 2017 23:10
1
jiqiam shua titi gvichvena ukve kai xania
shako
23 ოქტომბერი 2017 12:59
0
აი რასაც ლაპარაკობ, ეგრე იწყებდნენ საქართველოში ახალი ნაკრებების შექმნას და ბოლოს ვიჯექით წუმპეში. ფეხბურთელი ნაკრებში არ უნდა გაიზარდოს არამედ კეთილი ინებონ ახალგაზრდებმა თავის კლუბში მოუმატონ და არსებულ ნაკრებში დაიმკვიდრონ ადგილი. მაგალითად არაბიძე-გაიყინა. მერმე გვარების ჩამოთვლით ნაკრებს ვერ შექმნი, ეგეც გავლილი ამბავია.
haha
23 ოქტომბერი 2017 10:44
0
მადლობა ქალბატონ ფიქრიას ასეთი ვაჟკაცი შვილის გაზრდისათვის. წარმატებები ლუკას.
gizog
22 ოქტომბერი 2017 20:01
0
warmatebebi lukas.da aseti adamianebi magaliti unda iyos zogiertebistvis.
romandro
22 ოქტომბერი 2017 18:55
0
ჯანსაღი კაცია სულიერადაც და ფიზიკურადაც! გაუმარჯოს ასეთ ახალგაზრდებს!
aburjga
22 ოქტომბერი 2017 17:07
0
რა უშლიდა ხელს ვაისს ლუკასისთვის მეტი დრო რომ მიეცა სათამაშოდ. რა სტრატეგია ჰქონდა ასეთი 86-ე წუთზე რომ შეიყვანა ლუკასი შეცვლაზე. თამაშს იგებდა და ლუკასის შეშვებით მოედანზე ძვირფასი წუთები მოიგო? ვაისი მარტო მაგიტომაა გასაშვები.
დემე
22 ოქტომბერი 2017 17:02
7

სიახლეები პოპულარული