საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 8 ნოემბერს სრული შემადგენლობით ივარჯიშა. კვიპროსთან და ბელარუსთან დაგეგმილი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 23 ფეხბურთელით ემზადება. ბოლო ფეხბურთელი,რომელიც ეროვნულ გუნდს შეუერთდა ესპანური „სარაგოსას“ წევრი გიორგი პაპუნაშვილი იყო. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი ს.კ. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე წარიმართა, სადაც 9 ნოემბერს ეროვნული ნაკრები 15:30 საათზე ღია ვარჯიშს გამართავს. ვარჯიშის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისი სასტუმრო ჰუალინგში მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს. მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია სასტუმრო „ჰუალინგში“ 14:30 საათზე შედგება.შეგახსენებთ,რომ მედიის წარმომადგენლებს ვარჯიშის გადაღების
შესაძლებლობა საწყისი 15 წუთის განმავლობაში ექნებათ.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა კვიპროსისა და ბელარუსის ნაკრებების წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)

ნახევარმცველები:
ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)

თავდამსხმელები:
გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)

საქართველო-კვიპროსის მატჩი გორის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 10 ნოემბერს 17 საათზე დაიწყება. საქართველო-ბელარუსის შეხვედრა ქუთაისის, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 18 საათზე შედგება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.ge-ზე მიმდინარეობს. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 12 /
თქვე კაი ხალხო 17 საათი რა უბედურებაა განათებაა და რამე ყოფილიყო 18 საათზე როგორც ქუთაიში, მერე იტყვით ხალხი არ დადის სტადიონზეოო. მინდა მოსვლა მაგრამ სამსახური მაქვს და 18 სთ-ზე ვამთავრებ. თუ ქუთაიშია 18 საათზე გორი რა იყო?
bibo
10:20 09-11-2017
0
ამხანაგურ თამაშებზე, რატომ არ არიან ის ფეხბურთელები გამოძახებული ნაკრებში რომლებსაც ნაკლები სანაკრებო პრაქტიკა აქვთ ლეგიონერებიც და იგივე საქართველოს ჩემპიონატიდან ჰუცლაგენი,ჩანტურია, ებრალიძე ,სხირტლაძე, ჩანტურიშვილი,ცინცაძე,არაბული,ბეგლარიშვილი საქართველოს ჩემპიონატიდან მაგალითად ქიმაძე,ფალავანდიშვილი,მიქელთაძე,თოთაძე ამ ბიჭებს ყველას აქვთ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა ამხანაგური თამაშები იმისთვის იმართება რომ გაისინჯონ ის ფეხბურთელები,რომლებსაც ნაკლები სანაკრებო პრაქტიკა აქვთ და ეს ფეხბურთელები 2-3 გარდა მუდმივად გამოძახებულები არიან ისედაც და აზრს ვერ ვხდები ამ ამხანაგური თამაშების ამ შემადგენლობით.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული