დღევანდელ ვარჯიშამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სასტუმრო "ჰუალინგში“ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.
ვლადიმირ ვაისი: ძალიან მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩებია, რადგან კვიპროსი და ბელარუსი ისეთი ნაკრებები არიან, რომელთა მსგავს გუნდებთან ერთა ლიგაზე მოგვიწევს თამაში. ორივე თამაშის მოგება გვსურს, ახლა ამხანაგურ მატჩებს
გადავწყვიტეთ ეს თამაშები თბილისის გარეთ, გორსა და ქუთაისში გვეთამაშა, რადგან გულშემატკივარმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ხილვა საქართველოს სხვა ქალაქებშიც შეძლოს.
ამ შეკრებაზე რამდენიმე ფეხბურთელი არ გამოვიძახე, ეს არ ნიშნავს, რომ ნაკრების კარი მათთვის დახურულია უბრალოდ მსურს ისეთი ახალი ფეხბურთელები გამოვცადო როგორებიც პაპუნაშვილი, ლობჟანიძე და შიდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, სიხარულიძე არიან.
ჩემი მოსვლის პირველი დღიდან საწვრთნელ პროცესში პრობლემა არ გვქონია. პრობლემა გამოუყენებელი მომენტები და გაშვებული გოლებია. ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენ მეტოქის საჯარიმოში მოქმედება გვიჭირს. ეს უნდა გავაუმჯობესოთ და შემდეგ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
შემიძლია გითხრათ, რომ შეთანხმება მიღწეულია და მე კიდევ ორი წელი ვიმუშავებ საქართველოს ნაკრებში.
გურამ კაშია და ჯაბა კანკავა საუკეთესო პროფესიონალები არიან. მათ უყვართ საქართველო და ეროვნული ნაკრები, ისინი ნამდვილი პატრიოტები არიან. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ასეთ პროფესიონალებს და ყოველთვის ფეხბურთელების გვერდით ვიქნები, მითუმეტეს კაშიასი და კანკავასი, რომლებიც ქართული ფეხბურთის საუეკთესო პროფესიონალები არიან.
ნიკა კვეკვესკირი: ხვალინდელი თამაშიდან იწყება მზადება უეფას ერთად ლიგისთვის, ბევრი ახალგაზრდაა და ახალი სახე ნაკრებში. მათ არ ჰქონდათ საშუალება ოფიციალურ თამაშებში მიეღოთ მონაწილეობა და ჰქონოდათ სათამაშო პრაქტიკა. დიდი პლუსია,რომ მათ ამ ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობის შანსი მიეცამათ. იმედი მაქვს, რომ დადებით შედეგს მივაღწევთ და რეგიონში ჩვენს საგულშემატკივროდ მოსულ ადამიანებს გავახარებთ.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა კვიპროსის ნაკრებების წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)
საქართველოსა და კვიპროსის მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე 10 ნოემბერს, 17 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს და მისი შეძენა TKT.ge-ზე და სტადიონის სალაროებში შეგიძლიათ. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
GFF.GE