დღეს სალაროები 13:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს, ხვალიდან კი - 11:00-დან 19:00 საათამდე.
ბილეთების გაყიდვა ონლაინრეჟიმში, საიტზე TKT.ge 2 ნოემბრიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 2 ლარს შეადგენს.
13 ნოემბერს, 19:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ბელორუსს დაუპირისპირდება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით