მატჩში მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, სტადიონის გარშემო სიტუაციას რამდენიმე ასეული პოლიციელი აკონტროლებდა. ასევე პოლიციელები იყვნენ ავტობუსებში, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდნენ.
მატჩმა გორში განსაკუთრებული ინტერესი ვერ გამოიწვია, რადგან 5000-იანი სტადიონი ვერ შეივსო.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველივე ხუთ წუთში რამდენიმე მომენტი შექმნა. მატჩის 24-ე წუთზე კვიპროსის მეკარე გიორგალიდისმა ბურთი ცუდად გამოიტანა, რომელიც ჯაბა კანკავამ ჩაჭრა, რის შემდეგაც
აღსანიშნავია, რომ ვინსენტ ლაბანი გიორგი პაპუნაშვილს 26-ე წუთზე ეუხეშა, რასაც ფეხბურთელებს შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა.
საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა ტაიმი 1:0 მოიგო.
საქართველოს შემადგენლობა პირველ ტაიმში: გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი მერებაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ქვილითაია
- ამხანაგური მატჩი. საქართველო-კვიპროსი [LIVE]