საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 12 ნოემბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდმა თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ „ზესტაფონის“ ბაზაზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოახლოებული ამხანაგური მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
13 ნოემბერს, 18:00 საათზე ქუთაისის რამაზ შენგელია სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი)
საქართველოსა და ბელარუსის მატჩზე ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს და მისი შეძენა TKT.ge-ზე და სტადიონის სალაროებში შეგიძლიათ. შეგახსენებთ, რომ შეხვედრაზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება.
GFF.GE
23:15 12-11-2017
საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის ემზადება [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
დღეს ექს დინამოს ფეხბურთელები ბელორუსებთან წააგებენ.