საქართველოს ნაკრები ბელარუსთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ მატჩის წინ ბელარუსის ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ექსპერიმენტული შემადგენლობით დამარცხდა (1:4) და მათმა მწვრთნელმა იგორ კრიუშენკომ განაცხადა, რომ მომენტები ვერ გამოიყენეს, თორემ წესით, არ უნდა წაეგოთ, ქართველებთან კი უფრო ოპტიმალურ შემადგენლობას დააყენებდა და თუ კვლავ დამარცხდებოდნენ, ეს ტრაგედია არ იქნებოდა.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა წინა შეხვედრისგან განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, 7 ფეხბურთელი შეცვალა.

ისევე როგორც წინა მატჩმა გორში კვოპროსთან, ამ ამხანაგურმა თამაშმაც არ გამოიწვია დიდი ინტერესი, არენაზე ცოტა მაყურებელი მივიდა. თუმცა, მეორე ტაიმში ტრიბუნები თითქმის გაივსო.

პირველი ნახევრის 20 წუთი უინტერესოდ წარიმართა, მერე კი სწრაფი შეტევის შემდეგ ჯიღაურის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო 24-ე წუთზე ჩვენი გუნდის დაცვის შეცდომით ისარგებლა სტუმართა გუნდის კაპიტანმა სტასევიჩმა და ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის მერე ჩვენი გუნდი გააქტიურდა, სიხარულიძის თავური იგნატოვიჩმა აიღო, 35-ე წუთზე კი მან მაინც მაინც მიაღწია მიზანს -1:1.

ნაანტრაქტევს ვაისის შეგირდებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, ჩვენი გუნდიდან ყველაზე მეტად გამორჩეულმა და აგრესიულმა სიხარულიძემ დაასწრო მცველს, დაარტყა და მეკარემ არ დაანება გატანა - ბურთი კუთხურზე მოიგერია. კუთხურს კი გოლი მოყვა. შეცვლაზე შესულმა დვალმა პოლიტევიჩი დაჯაბნა და ნაკუთხურალ ბურთს მოხერხებულად დაუხვედრა თავი.

სამწუხაროდ, სლავებმა მალე მოახერხეს ანგარიშის გაყაიმება, როდესაც ისევ ჩავარდა ჩვენი დაცვა და მარცხენა ფლანგიდან აწეულ ბურთს უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ნეხაიჩიკმა კვასხვაძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში ორივე გუნდი ეცადა გამარჯვების გოლის გატანას, თუმცა ვერ შეძლეს და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

რა შეიძლება ითქვას მოკლედ, რეზიუმეს სახით? თვალსასეირო თამაში იყო, ორივე ნაკრებმა უამრავი შეცდომა დაუშვა, ვაისმა თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და რამოდენიმე მათგანმა, განსაკუთრებით სიხარულიძემ ეს შანსი გამოიყენა კიდეც.

საქართველო - ბელარუსი 2:2

ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.

საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი (87. კაკაბაძე), ხოჭოლავა, კაშია (46. დვალი), შერგელაშვილი, აბურჯანია, გვილია (87. კაჭარავა), კანკავა (60. მერებაშვილი), პაპუნაშვილი, ჯიღაური (60. ქვილითაია), სიხარულიძე (80. ყაზაიშვილი)

ბელარუსი: იგნატოვიჩი (46. პავლიუჩენო), ვოლოდკო (63. მატვეიჩუკი), პოლიტევიჩი, გავრილოვიჩი, რიოსი, ბიკოვი, კორზუნი, კარნიცკი (57. ნეხაიჩიკი), სტასევიჩი (88. პავლოვეცი), კოვალიოვი (82. კლიმოვიჩი), ლაპტევი

გოლები: 24. სტასევიჩი 0:1, 35. სიხარულიძე 1:1, 51. დვალი 2:1. 66. ნეხაიჩიკი 2:2

გაფრთხილება:
27. ვოლოდკო, 30. სიხარულიძე, 44. ბიკოვი, 46. სტასევიჩი
მკითხველის კომენტარები / 28 /
ეს იყო რიგითი უსახური თამაში, როგორც ნიახურიდან არ გამოვა კომბოსტო,ამათგან ფეხბურთელები
nykri
13 ნოემბერი 2017 22:33
2
სომხებმა 4:1 მოუგეს ამ ბელორუსებს!!!ვავა!!!ვავა!!! თუმცა 19-იანები ანდორას ვერ უგებენ!?





David
13 ნოემბერი 2017 22:23
2
მეორე შემადგენლობამ ვერ გაამართლა, ცლკეული ფეხბურთელების გამოკლებით. მეკარე სუსტია.
მერაბი
13 ნოემბერი 2017 21:14
1
დიდი მადლობა ვაის!
ვსიო რა .!
არ შემიძლია მეტი, ბოდიშით, მარა უნდა მაგრა ვიცინო!))))
არ ვარ მოწეული, ამათი თამაში ღადავია რა)))
ახახახახახა ახახახა ახახახა
Geo
13 ნოემბერი 2017 20:39
5
ესეიგი ტორბედოს სტადიონი სუფტა ყანაა
ზაზა
13 ნოემბერი 2017 20:29
13
მინდორი არ არი კარგ მდგომარეობაში მაგრამ სტადიონი ყანა რატო არი იქნება განგვიმარტო
Ah
13 ნოემბერი 2017 20:47
3
ისევ ეღადავეს ლეგიონერმა ფეხბურთელებმა მაყურებელებს.
წინა მატჩი შემთხვევით მოიგეს, ეს მატჩი შემთხვევით არ წააგეს :)
კიდევ ვერ ხვდებით ვერაფერს? :)
Guadua
13 ნოემბერი 2017 20:28
3
ვაისმა შეცვლები დააგვიანა, გვილია რომელიც დაიღალა, და შეცდომების დაწყება დაიწყო გვიან გამოცვალა, კაჭარავას, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია 10 წუთიც არ მისცა სათამაშო დრო...
irakli
13 ნოემბერი 2017 20:26
1
მგონი, კაჭარავა ღმერთი ჰგონია ბატონ ვაისს - სჯერა, რომ 2 წუთში თამაშს მოიგებს. დროა, ჭეშმარიტ ღმერთზე დაველაპარაკოთ.
გელა
13 ნოემბერი 2017 20:25
2
თუ ვერ თამაშობ ღმერთი მოგაგებინებს თუ?
mesi
14 ნოემბერი 2017 09:02
0
ხალხი არა ხართ, ვინმემ ამიხსენით ამ მკვდარძაღლის, ამხანაგურის 87 წუთზე ზამენები ყველა თამაშში... რა აზრს ხედავს, რა უბედურებაა... ან ორი თავდამსხმელი ერთად არასოდეს შეუყვანია, მაინცდამიანც ამ წინგასულ თამაშში რომ შემოიყვანა. ან ამ კაჭარავას რა ჯანდაბას ერჩის.იმ ორთან შედარებით ფეხბურთს თამაშობს.
amataki
13 ნოემბერი 2017 20:22
1
იმედია დაასრულა ვაისმა ამ უცნობი წვერიანი ხალხის გმოძახება და მიხვდა რომ ისევ ის ძირითადი ბირთვია საქართველოს ნაკრები რომელიც მაგალითად უელსში გასვლაზე დააყენა და არა დღეს
Gega
13 ნოემბერი 2017 20:18
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული