U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის ჯგუფში ჩარჩა

AutoSharing Option
14 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი გამართა.

გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ჯგუფში ბოლო შეხვედრა ფრანგ თანატოლებთან ჩაატარეს, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩში ანგარიში ანტოინ ბერნდემ მე-20 წუთზე გახსნა. ქართველებმა გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლეს, 64-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ შეაგდო.

75-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ პენალტიდან ნიკა ნინუამ ვერ გაიტანა.

მოპოვებული ქულა ჩვენი ნაკრებისთვის ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი ჯგუფში 2 ქულით მე-3 ადგილზე
დაასრულა.

ელიტრაუნდის საგზურები კი საფრანგეთმა და ბოსნიამ მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში გიორგი ყიფიანის შეგირდები ბოსნიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ, ხოლო ანდორასთან ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშეს.

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა:

გუგეშაშვილი, მალი, ასატიანი, ჟინჯოლავა, ანდრონიკაშვილი, ქოჩორაშვილი, ნინუა,
ქავთარაძე (ზარიძე 90+1), ფურცელაძე, ხარაბაძე, დავითაშვილი (61 კვარაცხელია)
მკითხველის კომენტარები / 25 /
ვინც სტატია დაწერა თამაშს უყურე ? მარტო რო ჩავრჩით ეგ დაწერე ამიტომ არ ეშველება ფეხბურთს მწვრთნელები კი არა თქვენ ხართ ნოსაშორებლები ვიცი წაიკითხავ მაგრამ არ დადებ რაც მინდოდა კი გითხარი რაც შეეხება შედეგი არ იკნება სანამ თქვენნაირი გულშემტკივარი ეყოლება და თქვენნაირი კორესპონდენტები
სირცხვილია!!!!!!!!!!!!!!!!!! აკ რომ ზიხარ და კომენტარებს წერ შენ საქართველოსთვის რა გაგიკეთებია ლანძგვის და კრიტიკის მეტი ?? გილოცავთ ბიჭებო მე ვუყურე საპრანგეთთან თამაშს ყოჩაგ მაგრამ პენალიც რომ გაგეტანათ უკეთესი იყო
gggggg
18:11 14-11-2017
12
ხო, გაუჭირდებოდათ რა!!!!!!!!!!!!!!ეხ კობი, კობი........... ნუ გვიკეთებ იგნორირებას ფეხბურთის ქომაგებს. სასწრაფოდ მოგვაშორე ის მწვრთნელები, ვინც შედეგს ვერ დებს, განსაკუთრებით ასაკობრივ ნაკრებებში. სირცხვილია ბოლო, ბოლო. ჩვენც ხალხი ვართ..
gela
17:59 14-11-2017
3

სიახლეები პოპულარული