საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ახალ რეიტინგში არაფერი შეცვლილა. 23 ნოემბრიდან დღემდე ნაკრებს მატჩი აღარ ჩაუტარებია.
"ჯვაროსნები" 322 ქულით კვლავ 104-ე ადგილზე არიან.
მცირე ცვლილებები მოხდა პირველ ათეულში: შვეიცარია 3 საფეხურით დაწინაურდა და ახლა მე-8 ადგილზეა, ესპანეთმა ორი საფეხურით წაიწია და ახლა მე-6 პოზიციაზეა.
შვედეთმა, რომელმაც იტალია მუნდიალს მიღმა დატოვა, 7 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მე-18 ადგილზეა. ასევე 7 პოზიციით დაწინაურდა დანია და ახლა მე-12 ადგილი უჭირავს.
1. გერმანია 1602 ქულა
2. ბრაზილია 1483
3. პორტუგალია
4. არგენტინა 1348
5. ბელგია 1325
6. ესპანეთი 1231
7. პოლონეთი 1209
8. შვეიცარია 1190
9. საფრანგეთი 1183
10. ჩილე 1162