![](https://sportall.ge/pictures/image5/4ef009dd1605b86333e1505a7ccf78d1.jpg)
"ბევრ კლუბს არ სურდა ნაკრებში ფეხბურთელების გამოშვება, რადგან თავად სურდათ ფეხბურთელების გამოყენება. ასეთ შემთხვევაში კარგ ნაკრებს ვერ შევკრებდით.
აზრი არ ჰქონდა აზერბაიჯანის ნაკრებთან მე-3 ან მე-4 შემადგენლობით გამოსვლას. მე მინდოდა ამ მატჩის გამართვა, მაგრამ როგორც ვიცი, ორივე ქვეყნის ფედერაციის ხელმძღვანელობა შეთანხმდა, რომ ამხანაგური მატჩი მიმდინარე წლის მარტში ან ივნისში გაიმართოს", - თქვა ვაისმა.