საქართველოს ნაკრების მეტოქეები უეფას ერთა ლიგის ჯგუფში ცნობილია!

AutoSharing Option
დღეს, 24 იანვარს უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ჯგუფის მეტოქეები გაირკვა.

D დივიზიონის ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

I ჯგუფი: ანდორა, ყაზახეთი, ლატვია, საქართველო

II ჯგუფი: სან მარინო, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ბელორუსი

III ჯგუფი: კოსოვო, მალტა, ფარერები, აზერბაიჯანი

IV ჯგუფი: გიბრალტარი, ლიხტენშტეინი, სომხეთი, მაკედონია

2018 წელი. ჯგუფური ეტაპი.
I ტური: 6-8 სექტემბერი
II ტური: 9-11 სექტემბერი
III ტური: 11-13 ოქტომბერი
IV ტური: 14:16 ოქტომბერი
V ტური: 15-17 ნოემბერი
VI ტური: 18-20 ნოემბერი

უეფას 2020
წლის ჩემპიონატის საგზურის პლეი-ოფის წილისყრა 2019 წლის ნოემბერში გაიმართება, ხოლო პლეი-ოფები - 2020 წლის 26-31 მარტს.

მკითხველის კომენტარები / 36 /
ზოგი იძახის არ გაგვიმართლაო. რა არ გაგვიმართლა ხალხო. თუ ამ გუნდებს ვერ მოვუგეთ რა გვინდა საერთოდ ევროპაზე. გამართლებას რას უძახით, რომ აიღონ და ჩასვან პირდაპირ ევროპის ჯგუფურზე საქართველოს ნაკრები შესარჩევის გარეშე? თუ ღირსი ვართ უნდა დავამტკიცოთ, გამართლება ჩვენ თვითონვე უნდა მოვუტანოთ ჩვენს თავს.
დათ
16:31 24-01-2018
3
სასაცილოააა!!!! ამნაირი გუდების კატეგორიაშიც სიკვდილის ჯგუფში რომ მოხვდები!!!!
kommarkos
15:43 24-01-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული