საქართველოს ნაკრების მეტოქეები უეფას ერთა ლიგის ჯგუფში ცნობილია!

AutoSharing Option
დღეს, 24 იანვარს უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ჯგუფის მეტოქეები გაირკვა.

D დივიზიონის ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

I ჯგუფი: ანდორა, ყაზახეთი, ლატვია, საქართველო

II ჯგუფი: სან მარინო, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ბელორუსი

III ჯგუფი: კოსოვო, მალტა, ფარერები, აზერბაიჯანი

IV ჯგუფი: გიბრალტარი, ლიხტენშტეინი, სომხეთი, მაკედონია

2018 წელი. ჯგუფური ეტაპი.
I ტური: 6-8 სექტემბერი
II ტური: 9-11 სექტემბერი
III ტური: 11-13 ოქტომბერი
IV ტური: 14:16 ოქტომბერი
V ტური: 15-17 ნოემბერი
VI ტური: 18-20 ნოემბერი

უეფას 2020
წლის ჩემპიონატის საგზურის პლეი-ოფის წილისყრა 2019 წლის ნოემბერში გაიმართება, ხოლო პლეი-ოფები - 2020 წლის 26-31 მარტს.

მკითხველის კომენტარები / 36 /
ამ არაფრის მომცემ ფეხბურთის ნაკრებზე ამდენს რომ წერთ კარგია, მაგრამ სუმომ რა დაგიშავათ რომ გააშუქოთ??? ანგრევს იქაურობას ჩვენი ფალავანი ტოჩინოშინი!!!
Sumo
24 იანვარი 2018 23:09
5
წარმატებას ვუსურვებ ნაკრებს და მჯერა ახლოს ვართ დიდ სიხარულთან, უფრო დიდი იქნება ბიჭების მოტივაცია რადგან შანსი დიდია გასვლის წინა წლებთან შედარებით. გულშემატკივრებს კი ვეტყოდი რო დამშვიდდით და ნუ პროფესორობთ, არამგონია ვინმე კმაყოფილი იყოს ნაკრების შედეგით ან ხარისხით ან შიდა ჩემპიონატით, მაგრამ მოდი ერთად დავუდგეთ ნაკრებს გვერდით, და ეგებ ერთად გავიხაროთ ყველამ...
ბასკო
24 იანვარი 2018 20:15
6
ხომ გაგიგონიათ"პესიმისტი,რეალობის მცოდნე ოპტიმისტია,ხო;ო ოპტიმისტი რეალობის არმცოდნე პესიმისტიო"--დანარჩენი თვითონ განსაჯეთ რომელს ეკუთვნით
mamulo
24 იანვარი 2018 17:29
8
ხალხნო, არ გვინდა ამ შესარჩევით გასვლა ევროპის ჩემპიონატზე, უნდა მოვუმატოდ თამაშს და ისე მივახწიოთ ოცნებას და გავიდეთ ჩვეულებრივი შესარჩევით
giga
24 იანვარი 2018 17:05
9
ჩვენი მოსაწონი გუნდი, მსოფლიოში არ არსებობს!:)) ჩვენი მოწინააღმდეგეები, იყოფიან ორ კატეგორიად : გრანდებად და უხერხულებად:))) ჩვენთვის ერთა ლიგის გარეთ გრანდებია,ერთა ლიგაზე უხერხულები:)):)):)):)))
tazo
24 იანვარი 2018 17:03
1
ყაზახეთის საკლუბო ფეხბურთმა მხოლოდ ბევრი ფულის ჩადებით და ლეგიონერებით გაგვისწრო, დროა ყაზახეთის ნაკრებს თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ და მერე პლეი-ოფში აზერბაიჯანიც ზედ მივაყოლოთ!
გულშემატკივარი
24 იანვარი 2018 16:59
5
როგორც ყველა შესარჩევს, რათქმაუნდა ამასაც დიდი იმედებით ვხვდებით, ალბათ გასვლის ესეთი იოლი შანსი აღარ გვექნება, შემდეგი შესარჩევისთვის ხომ 4 გუნდი ც ლიგიდან დაქვეითდება, ალბათ ყაზახეთზე და ლატვიაზე გაცილებით კარგი გუნდები არიან ც ლიგის თუნდაც აუტსაიდერები, ასე რომ ბიჭებო იქნებ ეხლა მაიც შევძლოთ და გავიმარჯვოთ ჩვენთვის ესე მისაღებ ტურნირზე, არ მესმის პესიმისტების, დავიჯერო არ გვაქვს შნო თუ მაგრად მოვინდომებთ, ასეთი დონის გუნდების ჩემპიონი გავხდეთ? წარმატებები და ოპტიმიზმი ბიჭებო
ზურა
24 იანვარი 2018 16:35
3
ზოგი იძახის არ გაგვიმართლაო. რა არ გაგვიმართლა ხალხო. თუ ამ გუნდებს ვერ მოვუგეთ რა გვინდა საერთოდ ევროპაზე. გამართლებას რას უძახით, რომ აიღონ და ჩასვან პირდაპირ ევროპის ჯგუფურზე საქართველოს ნაკრები შესარჩევის გარეშე? თუ ღირსი ვართ უნდა დავამტკიცოთ, გამართლება ჩვენ თვითონვე უნდა მოვუტანოთ ჩვენს თავს.
დათ
24 იანვარი 2018 16:31
3
მთავარია თარსი მოლდოვა აგვცდა. ისეთი თაობა მოდის 2 წლის შემდეგ პლეიოფებშიც ვერავინ დაგვიდგება წინ!
iago
24 იანვარი 2018 16:31
8
თუ დააყენეს ნორმალური სასტავი და არ შეყარეს პენსიონერები და უთამაშებელ-სულ ახალტრამვამოშუშებული ან პერსპექტიული გასაყიდი გვარსახელები, ასიანი გავალთ რად უნდა ნაგას ფიქრი, მსოფლიოზეც უნდა გავსულიყავით, მარა რავიცი. ყაზახეთი არაა ხელწამოსაკრავი, სხვებიც თავს მოიკლავენ, რადგან მათთვისაც შანსია ანალოგიყრად. მე მგონი ვეღარ გაბედავენ მაიმუნობას, რადგან ხალხი აღარ აპატიებს. იქნება გვეღირსოს რამე
ვასო
24 იანვარი 2018 16:31
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული