5:0 ცუდად ახსოვთ - ლატვიაში საქართველოსთან რევანშზე ალაპარაკდნენ

AutoSharing Option
დღეს, 24 იანვარს უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ჯგუფის მეტოქეები გაირკვა. ჩვენი გუნდის მეტოქეები - ყაზახეთი, ლატვია და ანდორა იქნებიან.

წილისყრის დასრულების შემდეგ კომენტარი ყოფილმა ლატვიელმა ფეხბურთელებმა გააკეთეს.

ვიტალი ასტაფიევი (ლატვიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი) "მართლაც სოლიდური ჯგუფი მივიღეთ. ყველა მეტოქე ჩვენთვის ნაცნობია. მაგალითად, საქართველოს ნაკრები... იმედია, რევანშს ავიღებთ"!.

კასპარ გორკშსი (ლატვიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი) "ჯგუფს ადვილს ნამდვილად ვერ ვუწოდებდი. მეტოქეები ნაცნობები არიან, თუმცა მათთან ცუდი მოგონებები გვაკავშირებს. მსურს, რომ რევანში ავიღოთ. აუცილებელია, ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოვაჩინოთ".

მარის
ვარკაპოვსკისი (ლატვიის ნაკრების ყველა დროის ბომბარიდი)
"საქართველომ ბოლოს 5:0 მოგვიგო და ახლა რევანშის კარგი შანსი გვაქვს. ყაზახეთთანაც ცუდი შედეგები გვაქვს და ამის გამოსწორების დროა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი პირველი ადგილი უნდა იყოს".


მკითხველის კომენტარები / 1 /
ტურნირის მერე ვეღარ ილაპარაკებთ ეგრე დარწმუნებულივარრ
ნიკა
17:35 24-01-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული