ანდორის ნაკრების მწვრთნელი: ჯგუფში ფავორიტი საქართველოს ნაკრებია

AutoSharing Option
ანდორის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა წილისყრის შედეგებზე ისაუბრა. მისი კომენტარი კი ყაზახურმა სპორტულმა გამოცემა Sports.kz-მა გაავრცელა.

"საქართველოსთან და ლატვიასთან შედარებით, ყაზახეთის ნაკრებს უფრო კარგად ვიცნობთ. მოვიპოვე თუ არა ინფორმაცია ამ ნაკრებებზე? სამწუხაროდ, ბევრი ინფორმაცია არ გამაჩნია, მაგრამ ტურნირის მიმდინარეობისას, ამ ნაკრებების შესწავლის საშუალება მოგვეცემა.

ფავორიტი, რა თქმა უნდა, საქართველოა. მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც კარგ გუნდებში ასპარეზობენ. მახსოვს მათთან შეხვედრა. მაშინ ანდორის ნაკრებს ძალიან გაუჭირდა.

საქართველოსა და ყაზახეთში მგზავრობა ძალიან დამღლელი იქნება, რადგან მგზავრობას საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება,
თუმცა ისინი სტუმრად ჩვენთანაც უნდა ჩამოვიდნენ.

ვისურვებდი, რომ ყველა ნაკრებმა კარგი ფეხბურთი ითამაშოს და დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს", - აღნიშნა ალვარესმა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
maqsimum 6 saati, meti ra dro unda daschirdes mgzavrobas.
George²
26 იანვარი 2018 16:04
4
მახსოვს მათთან შეხვედრა. მაშინ ანდორის ნაკრებს ძალიან გაუჭირდა. .......
ra gveshveleba..
26 იანვარი 2018 15:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული