"უახლოესი თვეების განმავლობაში ყაზახი გულშემატკივრები ქართულ ფეხბურთს ყურადღებით მიადევნებენ თვალს. ეს გასაკვირი არცაა, რამეთუ ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ჯგუფში პირველი ადგილისთვის საქართველოს და ყაზახეთის ნაკრებები იბრძოლებენ. ლატვიის გუნდის ფეხბურთელები რა თქმა უნდა, ასე არ ფიქრობენ. ალბათ, ანდორელებიც. თუმცა, ეს უკვე მათი პირადი პრობლემაა.
ჩვენ კი საქართველოზე ვისაუბროთ. თუ სიღრმისეულად დავაკვირდებით, ახალი
აი, მოდით, ჩვენი სიკეთისა არ იყოს, სანაკრებო კრიზისში მყოფ ჩვენს ქართველ თანამოძმეებზე ვისაუბროთ.
ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტის ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჩატარებული მუნდიალის შესარჩევი ციკლი ქართველებს აქტივში ნამდვილად არ ჩაეთვლებათ. ორ წელიწადში ვერც ერთი მატჩის მოგება - ამას რა თქმა უნდა, მოხერხება უნდოდა... განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მართალია, ბოლო წლებში მაღალი დონის შემსრულებლების მხრივ ცოტა შეზღუდულნი არიან (რაზეც ისიც მიუთითებს, რომ ნაკრებში უჩა ლობჟანიძეს და ვლადიმირ დვალიშვილს უხმეს, რომლებიც გასულ სეზონში ჩვენს ჩემპიონატზე არ ბრწყინავდნენ...), თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მათ საფეხბურთო ტალანტები არ ამოწურვიათ.
გასული წლის მიხედვით ეროვნული გუნდის ძირითადი მეკარე "რიუ ავეს" 27 წლის გოლკიპერი გიორგი მაკარიძეა. დაცვის ხაზის ლიდერი ჰოლანდიის "ვიტესის" 30 წლის მცველი გურამ კაშიაა. მოწოდების სიმაღლეზე მარცხენა ფლანგზე ხაბაროვსკის სკა-ს წარმომადგენელი გიორგი ნავალოვსკია, რომელსაც ადვილად შეუძლია მთელი ზონის ჩაკეტვა. მიუხედავად ხანგრძლივი სათამაშო პრაქტიკის არქონისა, ვაისი ნახევარდაცვაში "ტობოლის" ახალწვეულს, 31 წლის ჯაბა კანკავას უცხადებდა ნდობას. მასთან ერთად ქმნიდნენ ამინდს მისი ამჟამინდელი თანაგუნდელი, 25 წლის ნიკა კვეკვესკირი, ვალერი ყაზაიშვილი (სან ხოსე), რომელიც ამ დღებში 25 წლისა მოიყრება და 23 წლის ვალერიან გვილია (ბატე). დამრტყმელ ფორვარდად 24 წლის გიორგი ქვილითაია (რაპიდი) ითვლებოდა, მის სეხნიას, 19 წლის გიორგი არაბიძეს (შახტარი) უფრო იშვიათად კი უწევდა თამაში, მაგრამ შედეგიანობით უფროს მეგობარს არ ჩამორჩებოდა.
ალბათ, ვაისის ხელში საქართველოს ნაკრების ჩავარდნა ადვილად პროგნოზირებადი იყო. ყაზახეთშიც საკმაოა ხალხი, რომლებიც ვაისის "კაირატში" მუშაობას დადებითად აფასებდა მხოლოდ ბორის კიტკას ასისტენტობის გამო. საქართველოში ვლადიმირ ვლადიმირის ძე თითქმის ამ თანაშემწის გარეშე მუშაობდა - სამწვრთნელო შტაბში მხოლოდ შარშან აგვისტოში აიყვანეს. შედეგიც სახეზეა.
უეჭველია: ერთა ლიგის სადებიუტო ტურნირი შესანიშნავი საშუალება იქნება საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციისა და იმისა, რათა ბოლოსდაბოლოს ისტორიაში ქართველთა გუნდმა გადალახოს წარუმატებელი პერიოდი. იგივე ითქმის ყაზახთა კრებულზეც. ვის უფრო გაუღიმებს ფორტუნა?..
fortes fortuna adiuvat. ფორტუნა მამაცემს სწყალობს".
ოქრიაშვიკი, ანანიძე, მჭედლიძე და კვერკველია არ უხსენებია მაგათ გარდა მარტო კაშიამდა ვაკომ იცის თამაში დანარჩენებთან ბოდიში მაგრამ 11ს ავსებს.!!!