საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ლიტვასთან და ესტონეთთან მატჩებისთვის ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 19 მარტიდან წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თბილისში ლიტვასთან და ესტონეთთან დაგეგმილი შეხვედრებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია, ბელგიის საფეხბურთო კლუბ "გენტის" 18 წლის ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე. უახლოეს ორ შეხვედრაში ასევე დაგეგმილი იყო ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ლევან გეგეჭკორის (ს.კ. "რუსთავი") გამოძახება, თუმცა ტრავმის გამო ფეხბურთელი შემადგენლობის მიღმა აღმოჩნდა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები:
ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

ამ დროისთვის ცნობილია კიდევ ათი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

ნუკრი რევიშვილი (ს.კ. რუსთავი,), უჩა ლობჟანიძე (ს.კ. სამტრედია), ლაშა დვალი (პოგონი,პოლონეთი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი, ტრნავა, სლოვაკეთი), სანდრო კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ლადო დვალიშვილი (ჰაპოელ აშქელონი, ისრაელი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (სლოვაცკო, ჩეხეთი)

საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 24 მარტს ჩატარდება, ესტონეთს კი ჩვენი გუნდი 27 მარტს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება. გულშემატკივართათვის მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

მიმდინარე თვეში დაგეგმილი საერთაშორისო ამხანაგური მატჩები უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. უეფას ერთა ლიგის გათამაშება 6 სექტემბერს იწყება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 30 /
თუ არ ჩავთვლით ოქრიაშვილს (რომელიც ტრავმირებულია) საუკეთესოსთან მიახლოებული შემადგენლობაა. ყოჩაღ ვაის.
roma
13 მარტი 2018 11:58
3
Ra daahava aseti Giorgi hanturiam rom gafartovebul hemadgenlobahic ver moxvda,aseve arabizem?
Kika
13 მარტი 2018 12:00
18
გეთანხმები ძმა გაფართოებულში უეჭველი უნდა იყვნენ, დვალიშვილის და ლობჟანიძის ნაცვლად უეჭველი.
roma
13 მარტი 2018 12:26
3
არაბიძე არაბიძეს რომ იძახით თვითონ თუ იცის მაგ ბიჭმა სა დ არის და რა უნდა?! მაგის ასაკში თუ ნიჭ აქვთ უკვე დაფრინავენ და ეს 4 წელია კლუბის ახალგაზრდულში თამაშობს... ერთა დგილზე ტრიალი და ბურთზე ფეხის გადატარება-გადმოტარება არაა თანამედროვე ფეხბურთი. წარმატებები გიოს, მაგრამ ჩემი აზრით რაც არის ორი იმდენად გაპიარებულია. მერება იმსახურებს გამოძახებას. ნახევარდაცვა-თავდასხმაში ვინკ კი გვყავს ვერ ერთი ვერ შეედრება ფიზიკური მონაცემებით, სათამაშო პრაქტიკით, შედეგიანობით. წინს რაც შეეხება, სხირტლაძე უნდა იყოს არაბულის ნაცვლად და დვალი ან რომელიმე ახალგაზრდდა ფეხბურთელი შერგელაშვილის ნაცვლად. ბეგლარიშვილის გამოძახებაც შეიძლებოდა :)
ვაი
13 მარტი 2018 15:42
2
არაბიძე ალბათ იმ განცხადებების გამო ისჯება, რომელშიც მან თქვა, რომ ქართულ ფეხბურთში ბევრი ახალგაზრდა უპატრონობის გამო იჩაგრება და ბევრი უსამართლობა ხდება.
გოდე
13 მარტი 2018 16:04
5
იმის გამო იჩაგრება რომ კარგი რო იყოს შახტარი ათამაშებდა. რატო ვიცით ეს გაფანატება. ყველა ბრძენი როგორაა ყველა ვაისზე პროფესიონალი ა მაგრამ საბოლოო ჯამში არაპროფესიონალი და გაურკვევლობაში მყოფი ერი ვართ.
A
14 მარტი 2018 12:28
0
არაბუძე შახტარის დუბლებშიც არ ჩანს და მაგიტომ არაა, მაგრამ აი ებრალიძეს რატომ არ იწვევენ გაუგებარია
ავთო
13 მარტი 2018 15:35
1
გოდე-ს. არაბიძწესთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, როგორც ჯერ კიდევ პერსპექტიულ ფეხბურთელთან, მაგრამ რატომ გავიწყდებათ სად ტამაშობს ეს ბიჭი. უკვე მერამდენე წელია და ძირითად გუნდში ვერ ხვდება. ეს უკვე არ არის კარგი.
kostia
13 მარტი 2018 17:08
1
აბა რა, ჭანტურიას რა უნდა ნაკრებში, მთავარია ჯიღაური გვყავს :) და კიდე არაბული :დ საბანძეთია. არადა ყველაზე ჟილკიანია :დ
Tbiliseli
13 მარტი 2018 15:45
3
ვფიქრობ მარცხენა მცველად უნდა გამოიცადოს სანდრო კობახიძე, ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა თავდადებული თამაშით და აქვს დიდი გამოცდილება ნაკრებში თამაშის და საჭირო სისწრაფე თავდასხმიდან დაცვაში დროულად დაბრუნების. ეს ნაკრებს კონკურენციისთვის სჭირდება, თორემ ნავალოვსკისთან არნანაირი პრეტენზია არ მაქვს.
gizog
13 მარტი 2018 16:45
2
დვალი არაერთხელ მოხვდა პოლონეთში სიმბოლურში და ვაისი მაინც ალმაცერარ უყურებს. ასევე რუსეთის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ჭანტურიას არ იწვევს და ყაზახეთის ჩემპიონატის ფეხბურთელებს იწვევს, ცოტა უცნაურია.
გიგო
13 მარტი 2018 15:59
1
შემადგენლობას არაუშავს უბრალოდ ვერ გამიგია რატო არ არის არაბიძე რომელიც ნიჭიერი ფეხბურთელია და ქართველებს ძალიან ესაჭიროება აესთი ფეხბურთელი და ისე ნუ იზამთ რომ ეს კაციც დაკარგოს ქართულმა ფეხბურთმა
Fani
13 მარტი 2018 14:22
9
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული